უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აგვისტო, 2020 21:47
font-size

ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტებს აქვეყნებს

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტის პროექტებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულ წესებში გაწერილი მოთხოვნები წარმოადგენს ინვესტორთა უფლებების დაცვის მექანიზმს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს და, თავის მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

„ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის" წესი.

სებ-ის ინფორმაციით, წესი მიზნად ისახავს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ ინვესტორთათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც მათ, ერთი მხრივ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო მეორე მხრივ თავიანთი უფლებების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება.

„პერიოდული ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახლებული წესი აზუსტებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების საანგარიშგებო მოთხოვნებს. გარდა ამისა, კომპანიის კაპიტალისა და ხმის მიცემის სტრუქტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ზუსტდება მოთხოვნები საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასთან დაკავშირებით. დამატებით, თანაბარი მოპყრობის პრინციპზე დაფუძნებით, იმისთვის, რომ ინვესტორებმა სრულყოფილად შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება, განიმარტება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ.

წესის ძალაში შესვლისთანავე გაუქმდება შემდეგი წესები: „ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანება და "ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისა და მისი ცვლილებების საჯაროობის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, 2010 წლის 22 თებერვლის N 21/01 ბრძანება,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე- https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=4009

ცესკო-მ ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის დაცვითაც ამომრჩევლები და კომისიების წევრები კენჭისყრის დღეს იმოქმედებენ

18 სექტემბერი, 2020 , 17:45

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2140 ლარი გახდა

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1886 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ტემპერატურის მომატების დროს ყველა პაციენტმა აუცილებელია მიმართოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს - ამირან გამყრელიძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, ტემპერატურის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. მისი თქმით, ტემპერატურის მქონე ავადმყოფი ა

IDFI საქართველოში ფარული მიყურადების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოში ფარული მიყურადების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მათი შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენ

ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდად არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს - ნათია თურნავა

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ის პრინციპი და აუცილებლობა განმარტა, რომლის თანახმადაც აქ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ, უცხოელებს კი - არა. ნათია თურნავამ ამ თემაზე პარლამენტის პლე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თანამშრომელთა