უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2022 17:53
font-size

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალ პროექტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვას აგრძელებს და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალ პროექტს აქვეყნებს.

ფინანსური განათლების მოქმედი სტრატეგია 2016 წელს შემუშავდა და საქართველოში მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნის პირველ პრეცედენტს წარმოადგენდა. დოკუმენტი ძირითადად საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებოდა. სტრატეგია ხაზს უსვამდა ფინანსური განათლების მნიშვნელობას, ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცოდნის ამაღლებას და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებას ისახავდა. განახლებული სტრატეგიის პროექტი კი ქვეყანაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და, შესაბამისად, ფინანსურ განათლების არსებულ გამოწვევებს უკეთ პასუხობს.

ფინანსური განათლების ახალი, ეროვნული სტრატეგია, ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, ძირითადი სარეკომენდაციო დოკუმენტი იქნება. სტრატეგია პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას: ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვა, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელება და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფა.

ამდენად, მნიშვნელოვანია, დაინტერესებული მხარეები საჯარო, კერძო თუ სამოქალაქო სექტორიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტრატეგიის საბოლოო ვერსიის შემუშავების პროცესში. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი სტრატეგიის პროექტს აქვეყნებს. პროექტის გაცნობა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებისა და შემოთავაზებების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მოწოდება შესაძლებელი იქნება 2022 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: fe@nbg.gov.ge

ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის: ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრირება, ფინანსური განათლების პირველი ვებპორტალის - "ფინედუს" (www.finedu.gov.ge) შექმნა, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის ფინანსური განათლების პროგრამების, ონლაინ და ბეჭდური საგანმანათლებლო მასალებისა და ვიდეორგოლების შემუშავება, ყოველწლიური ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების, კონკურსების, ვებინარებისა და ტრენინგების ჩატარება.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8043 ლარი გახდა

6 ოქტომბერი, 2022 , 17:16

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8043 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8043 ლარი გახდა

6 ოქტომბერი, 2022 , 17:16

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8043 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა - ლევან დავითაშვილი

6 ოქტომბერი, 2022 , 16:51

ეკონომიკისა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური პოტენციალის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება. ამის შესახებ

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბი“ ახალ ფილიალს გახსნის

6 ოქტომბერი, 2022 , 14:00

საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძნობს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობით, ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალ ფილი

ვერ ჭამს, დღეს უბრალოდ ძალიან ცუდად გახდა - გიული ალასანია

6 ოქტომბერი, 2022 , 10:49

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.  "გუშინ მისი გულის ცემა იყო ასეთი - პულსი 170 და წნევა 220. ვერ ჭამს, ჭამ

2024 წელს დაგეგმილია საყოველთაო აღწერა, ეს უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ღონისძიებაა, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო რეკომენდაციებით ჩაატარებს - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

5 ოქტომბერი, 2022 , 15:25

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც 2024 წლის მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი