უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2020 12:30
font-size

ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის` ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელში გაწევრიანდა

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ფარგლებში, ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელს ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის" (Network for Greening the Financial System, NGFS) შეუერთდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, NGFS ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. მის მიზანს გამოცდილების გაცვლა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების რისკის მართვის განვითარებაში წვლილის შეტანა და მდგრად და დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად ფინანსების მობილიზება წარმოადგენს.

NGFS 2017 წლის დეკემბერში რვა ცენტრალური ბანკისა და ზედამხედველის მიერ შეიქმნა. მას შემდეგ ქსელის წევრთა რაოდენობა ხუთი კონტინენტის მასშტაბით გაიზარდა და ამჟამად მას 55 ძირითადი და 12 დამკვირვებელი წევრი ჰყავს. კონკრეტული ანალიტიკური და ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, NGFS-ში სამი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომლებშიც ქსელის წევრ ორგანიზაციებს შეუძლიათ ჩართვა: მიკროპრუდენციული და საზედამხედველო ჯგუფი, მაკროფინანსური ჯგუფი და მწვანე დაფინანსების ხელშეწყობის ჯგუფი.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ NGFS-ში გაწევრიანება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მიმდინარე ეტაპზე, ეროვნული ბანკი NGFS-ის მაკროფინანსურ ჯგუფში ჩაერთვება და ასევე, პლენარული წარმომადგენელი ეყოლება. NGFS-ის წევრობა ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით სხვა ცენტრალური ბანკებისა და ფინანსური სექტორის ზედამხედველების გამოცდილებას გაეცნოს, უშუალოდ ჩაერთოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშირისო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანოს და ასევე, მდგრადი დაფინანსების განვითარების მიმართულებით საწყის ეტაპზე მყოფ ცენტრალურ ბანკებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ეს ყოველივე კი ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

NS

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

9 აპრილი, 2020 , 17:05

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:55

ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გე

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში,

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახ

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`