უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 ნოემბერი, 2016 12:10
font-size

ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკის უწყების საზედამხედველო ფუნქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

მედიანიუსი ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს, რომლის ფუნქციაც არის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული ფაქტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, აღნიშნული კვალიფიკაციის მინიჭება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

ეროვნული ბანკი, დისტანციური ზედამხედველობის და ადგილზე ინსპექტირების გზით, სისტემატურად ამოწმებს დაქვემდებარებული სუბიექტების შიდა კონტროლის სისტემის სტანდარტებთან შესაბამისობას. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სტრუქტურებს.

აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრების აღმკვეთი სტანდარტების მოთხოვნების დარღვევების გამო, ცალკეული ფინანსური ინსტიტუტებისთვის ლიცენზიის გაუქმების თუ სხვა საზედამხედველო ღონისძიებების გატარების ფაქტები ფიქსირდება განვითარებულ ქვეყნებშიც. ამდენად, დაუშვებელია კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატური დარღვევის ფაქტების გამოვლენა და ლიცენზიის გაუქმება განზოგადებულ იქნას მთელ საფინანსო სისტემაზე და განხილულ იქნას ტენდენციად.

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური სექტორის სტაბილურობის გარანტი, თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამასთანავე, საფინანსო ინსტიტუტებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით ეროვნული ბანკის ზედამხედველობა დადებითად არის შეფასებული ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ“, _ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა - საქსტატი

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ამ პერიოდში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელ

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიის

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 09:00

14 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.10 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

14 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,011 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`