უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 მარტი, 2021 18:21
font-size

ეროვნული ბანკი გაცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობაა. აღნიშნულის ფარგლებში, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას და ინვესტორთა და ფიზიკური პირების უფლებების დაცვას. ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად, იგი ახორციელებს საფინანსო სექტორის მონაწილეთა ზედამხედველობას, მათი საქმიანობის შეფასებასა და შემოწმებას. რიგ შემთხვევებში, საქმიანობის შეფასების პროცესში ვლინდება კანონმდებლობის დარღვევები და ხარვეზები, რომელთა სერიოზულობიდან გამომდინარეც, ეროვნული ბანკი იყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს - დაწყებული წერილობითი ინსტრუქციებიდან, გაფრთხილებებიდან და შეზღუდვებიდან, დასრულებული კომპანიის ლიცენზიის გაუქმებით, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის" (ს/ნ: 406239565) საქმიანობის შესწავლის შედეგად ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა, რის საფუძველზეც, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N 12 განკარგულებით, კომპანიას გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N12 განკარგულება და ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ შემდეგ მისამართზე: https://matsne.gov.ge/document/view/5105766?publication=0.

საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიას აღარ აქვს უფლება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბროკერო საქმიანობა; საბროკერო მომსახურებების ჩამონათვალი განსაზღვრულია "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ საბროკერო მომსახურებები, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს კლიენტებისათვის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით საინვესტიციო კონსულტაციის, რჩევებისა და რეკომენდაციის გაწევას, კლიენტების სახსრების მართვას; უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზებას და ა.შ.

ნებისმიერი ამ მომსახურების განხორციელება (რა სახელწოდებასაც არ უნდა ატარებდეს იგი), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და კანონმდებლობის გვერდის ავლით, წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას და განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია როგორც კლიენტებისათვის, ისე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საფინანსო სექტორის სიჯანსაღისა და მთლიანად საზოგადოებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს კომპანიებთან მიმართებით და ისარგებლონ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების სერვისებით,“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13 აპრილი, 2021 , 13:34

2021 წლის 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღ

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი

13 აპრილი, 2021 , 12:07

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი. „გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განს

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

13 აპრილი, 2021 , 11:13

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა. მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს მუფთმა, ადამ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

13 აპრილი, 2021 , 10:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შტოპცოვ.გე-ზ

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 აპრილი, 2021 , 10:49

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო

13 აპრილი, 2021 , 10:42

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. განათლების სამინისტროს ცნობით,