უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 მარტი, 2019 21:15
font-size

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით 52.2 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 26.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 66.6 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 14.4 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 2.1 პროცენტით ნაკლები).

2019 წლის თებერვლის განმავლობაში 0.7 პროცენტით ანუ 96.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 14.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.95 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.52 პროცენტული პუნქტით).

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში - ივანე მაჭავარიანი

12 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზი

Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა - ნათია თურნავა

12 ოქტომბერი, 2019 , 12:50

წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმები

„ბილტმორში“ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი,“ რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სა

აბრეშუმის გზის ფორუმზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესსექტორის 2000 წარმომადგენელს ველოდებით - გენადი არველაძე

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისადმი არის ძალიან მაღალი ინტერესი როგორც ბიზნესსექტორიდან, ასევე სამთავრობო სექტორიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელსაც უმასპინძლებს მაღალი რანგის სტუმრებს რეგიონის მეზობელი ქვე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9633 ლარი გახდა

9 ოქტომბერი, 2019 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9683 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9683 ლარი გახდა

8 ოქტომბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9683 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9677 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ