უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

31 ივლისი, 2018 13:50
font-size

ეროვნული ბანკი კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესის პროექტს აქვეყნებს

კაპიტალის ბაზრის რეფორმის და ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესის პროექტს.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული წესის მიზანია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხის ამაღლება, არსებული და პოტენციური ინვესტორების ინტერესების დაცვა და მათ მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

,,იმისათვის, რომ კომპანიებმა შეძლონ საკუთარი აქციების ან ობლიგაციების შეთავაზება ინვესტორთა ფართო წრისთვის, მოახდინონ ე.წ. საჯარო შეთავაზება, მათ უნდა შეადგინონ და ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცების შემდეგ, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ ემისიის პროსპექტი. აღნიშნულ დოკუმენტში აღწერილია კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სამომავლო გეგმები, ინფორმაცია მიმდინარე და წინა პერიოდების ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შესათავაზებელი აქციების ან ობლიგაციების მახასიათებლები. გარდა ამისა, პროსპექტში აღწერილია კომპანიის ინდუსტრიასთან, მის საქმიანობასთან და შესათავაზებელ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული რისკები და კომპანიის ხედვა და მიდგომა ამ რისკების მართვის კუთხით. ეს დოკუმენტი საშუალებას აძლევს ინვესტორებს მიიღონ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილება მოახდინონ თუ არა ინვესტირება კომპანიის მიერ შეთავაზებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესის პროექტი ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობასა და IOSCO პრინციპებს და ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტებს პროსპექტის სტრუქტურისა და შინაარსის, წარდგენის, გამოქვეყნებისა და ცვლილებების შეტანის პროცესთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს კომპანიებისა და მათი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ინვესტორების მაქსიმალურ ინფორმირებულობას.

პროსპექტის წესის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები. დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 31 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:Prospectus@nbg.gov.ge, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

დღეს, 15 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6414 შეადგინა.

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმ

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა - აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

15 თებერვალი, 2019 , 15:49

ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციები უფასურდება. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა 13.34 გირვანქა სტერლინგია, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასია. ბოლო 24 საათში TBC-ის 

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ დოლარი შეადგინა

15 თებერვალი, 2019 , 15:45

2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ აშშ დოლარი (308.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.1 პროცენტით (5.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართვ

საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დეველოპერულ კომპანია რედკოსთან და სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთ