უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 სექტემბერი, 2017 17:55
font-size

ეროვნული ბანკი კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს აფრთხილებს

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ფინანსურ ინსტიტუტში განმარტავენ, რომ ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე.

მათივე განცხადებით, გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება.

,, ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება, ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს.

თუკი კორპორატიულ ობლიგაციაში ინვესტირებას გადაწყვეტთ, მხოლოდ დაპირებული საპროცენტო განაკვეთის შსახებ ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი - აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ ინვესტიციასთან დაკავშირებულ რისკებზეც. ეს რისკები ძირითადად ჩამოთვლილი და განხილული უნდა იყოს ობლიგაციების ემისიის პროსპექტში. ემიტენტი კომპანია და კომპანიის სახელით ობლიგაციების გაყიდვით დაკავებული ბროკერი ვალდებულნი არიან ობლიგაციის შესყიდვით დაინტერესებულ ყველა პირს მიაწოდონ ამ პროსპექტის ასლი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი აფრთხილებს კორპორატიულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს, გადაწყვეტილების მიღებისას განახორციელონ შემდეგი ნაბიჯები:

1. მოითხოვონ პროსპექტის ასლი (არ მოახდინოთ ინვესტირება, თუ არ მიგიღიათ პროსპექტის ასლი);
2. დეტალურად განიხილონ ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკი; (თუ კარგად არ გესმით რისკის ფაქტორები, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან, უმჯობესია ნეიტრალურ მესამე პირთან);
3. უარი თქვან ინვესტიციის განხორციელებაზე თუ ვერ მოხერხდა რისკების ადეკვატურად შეფასება.

და ბოლოს, როგორც წესი, მაღალი შემოსავლის მქონე ინვესტიცია ნიშნავს მაღალ რისკს, თუმცა მაღალი რისკის მქონე ინვესტიციას ყოველთვის შესაბამისად მაღალი შემოსავლიანობა შეიძლება არ ქონდეს. ამიტომ, შეპირებული საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, პოტენციურმა ინვესტორმა უნდა გადახედოს/შეისწავლოს პროსპექტში გაშლილი რისკის ფაქტორები და მოიძიოს დახმარება პროფესიონალისგან. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლიცენზირებული ბროკერის ნაცვლად პირდაპირ კომპანიის მიერ გაკეთებული შემოთავაზების შემთხვევაში ინვესტირებისას“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

სწრაფად უნდა დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს - სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპა ნოსტრას ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ამის შესახებ მან ვიდეომასალა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან

ბერძნული ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს

19 აპრილი, 2019 , 15:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ბერძნულ ავიაკომპანია ELLINAIR-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან განახლდება სეზონური რეი

ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ის ქვეყნებში კი, გაიზარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, 2019 წლის იანვარ-მარტში, 196.0 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში იმპორტი 4.7 პროცენტით შემცირდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე), 2019 წლის იანვარ-მარტში, 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაც

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიოს ბანკის ორგანიზებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19 აპრილი, 2019 , 10:27

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს ბაზრის

მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში - გიორგი ქობულია

18 აპრილი, 2019 , 14:15

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019