უახლესი ამბები
- 20.02.2019 15:15თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს პროცესი გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება - გედვან ფოფხაძე
- 20.02.2019 14:002019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იგეგმება 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება სხვადასხვა რეგიონში
- 20.02.2019 14:00პარლამენტი ღიაა როგორც „თიბისი ბანკის“, ასევე ეროვნული ბანკისათვის - ირაკლი კოვზანაძე
- 20.02.2019 14:002018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი
- 20.02.2019 13:50საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
- 20.02.2019 13:50თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს - მაია ცქიტიშვილი
- 20.02.2019 13:502019 წელს დაგეგმილია 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში - მაია ცქიტიშვილი
- 20.02.2019 13:50სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა - მაია ცქიტიშვილი
- 20.02.2019 13:30უწყებებში, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიზნესთან, უნდა დაინერგოს ან გააძლიერდეს მედიაცია - ირაკლი ლექვინაძე
- 20.02.2019 13:30ძარცვისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი
ეკონომიკა


ეროვნული ბანკი მოელის, რომ 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირდება - კობა გვენეტაძე
საქართველოს ეროვნული ბანკი მოელის, რომ 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირდება, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ,კობა გვენეტაძემ „როიტერსთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის ზომიერ შერბილებას გეგმავს.
"ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი განაგრძობს შემცირებას მიმდინარე წლის განმავლობაში და საშუალოდ ინფლაცია ჩვენ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, მოსალოდნელია, რომ თებერვალში წლიური ინფლაცია იანვრის მაჩვენებელზე დაბალი იქნება, თუმცა სამომხმარებლო ფასები ცვალებადია.
ამასთან, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას „გარკვეული პერიოდის შემდეგ“ დაუბრუნდება.
„2019 წლის ბოლოსკენ - 2020 წლის დასაწყისში, რეფინანსირების განაკვეთი იქნება ნეიტრალურ მაჩვენებელთან ახლოს, რაც 5-6 პროცენტია. ჩვენ შეიძლება უფრო ადრეც - მიმდინარე წლის განმავლობაში დაგვჭირდეს პოლიტიკის შერბილება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემდგომ შემცირებას მოელის.
„ვფიქრობ, რომ 2017 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი ერთნიშნა იქნება და ველი, რომ ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება 2018 წელს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე ეკონომიკური ინდიკატორები მიუთითებს, რომ 2018 წელს იქნება ეკონომიკის ,,გასულ წელს დაწყებული გაჯანსაღების გაგრძელება“.
„ჩვენი შეფასებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 4.5 პროცენტთან ახლოს, რაც სოლიდური ზრდაა. სჯობს, კონსერვატულად მივუდგეთ სიტუაციის შეფასებას,“ - აღნიშნა გვენეტაძემ.
საკვანძო სიტყვები:

ბიზნესექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას - ლევან დავითაშვილი
20 თებერვალი, 2019 , 12:20

ვენა - იანვრის ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
20 თებერვალი, 2019 , 12:20

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას - ეკატერინე მიქაბაძე
19 თებერვალი, 2019 , 15:50

იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა - ეკატერინე მიქაბაძე
19 თებერვალი, 2019 , 15:50

საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა
19 თებერვალი, 2019 , 14:10

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე - მამუკა ბახტაძე
19 თებერვალი, 2019 , 13:05