უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 ივლისი, 2018 12:45
font-size

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 25 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება იმაზე უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტს შეადგენს.

,,2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ფარგლებში ნარჩუნდება. ივნისში წლიურმა ინფლაციამ 2.2 პროცენტი შეადგინა, რაც ახლოს არის მიზნობრივ მაჩვენებელთან. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის მახლობლად იმერყევებს. წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპებით უახლოვდება პოტენციურ დონეს. შესაბამისად, შერბილდა ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციის შემცირების წნეხი. თუმცა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად, ინფლაციური ზეწოლა შემცირებულია. ასევე შესუსტებულია ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყება. თუმცა, მოთხოვნის გაუმჯობესების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი.

ეკონომიკური აქტივობა 2018 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა და, წინასწარი მონაცემებით, პირველ ხუთ თვეში რეალურმა ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე მაღალია, ძირითადად, მოსალოდნელზე ძლიერი საგარეო მოთხოვნის ფონზე. ფულადი გზავნილებისა და სესხების ზრდა ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებასაც. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5 პროცენტამდე გაზარდა.

პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება საგარეო სექტორშიც. მაღალი ტემპით იზრდება საქონლის ექსპორტი (28 პროცენტი) და ტურისტული შემოსავლები (24 პროცენტი). ასევე გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 18 პროცენტი). თუმცა, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც (23 პროცენტი).

მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან (ერთ წლამდე ნარჩენი ვადიანობის) სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 20-დან 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 5 სექტემბერს გაიმართება

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

18 იანვარი, 2019 , 16:29

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18 იანვარი, 2019 , 11:23

18 იანვარს, საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (Turkish Airlines) და TAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა, ღ

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

17 იანვარი, 2019 , 20:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

17 იანვარი, 2019 , 17:50

"2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რ

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა

17 იანვარი, 2019 , 14:48

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 იანვარი, 2019 , 09:00

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6634 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6644 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა