უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

1 მაისი, 2018 12:25
font-size

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 1 მაისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და მარტში 2.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს შენარჩუნდება.

,,მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება და, ამდენად, შემცირების მიმართულებით მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებელზე, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გამოვლენილი ბოლო პერიოდის მერყეობის ფონზე, გაიზარდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები. შედეგად, ამ ეტაპზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილების დაწყებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს.

ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპები 2018 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა. წინასწარი შეფასებით, მარტში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ წლიურად 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში ჯამურად 5.2 პროცენტი იყო. არსებული პროგნოზებით, გასული წლის მსგავსად, 2018 წელსაც მოსალოდნელია შედარებით მაღალი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებას მის პოტენციურ დონესთან.

საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. პირველ კვარტალში კვლავ მაღალი ტემპებით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და ტურისტული შემოსავლები. ამავე დროს, შენარჩუნდა ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკა. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, იმპორტის ზრდის ტემპი მაღალია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 13 ივნისს გაიმართება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

16 ივლისი, 2019 , 16:25

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. ს

ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 56.78 მლნ, რუსეთიდან - 34.78 მლნ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

15 ივლისი, 2019 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ივნისის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მლნ აშშ დოლარი (398.8 მლნ ლარი) შეადგინა,

ეროვნული ბანკი ივნისში ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს

15 ივლისი, 2019 , 15:30

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2019 წლის ივნისის მდგომარეობით. ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული ინფორმაცია/პრესრელიზი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნ

Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

15 ივლისი, 2019 , 15:30

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარ

ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ჩვენს ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები - ნათია თურნავა

11 ივლისი, 2019 , 16:20

ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ჩვენს ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს