უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 იანვარი, 2017 12:15
font-size

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას ავრცელებს. მედიანიუსი მას უცვლელად გთავაზობთ.

„მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მოჰკიდებოდნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საბაზროსთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებლს სთავაზობდა კლიენტებს საკუთარი თანხის დაბანდების სანაცვლოდ (2013, 2016, 2016). მოქალაქეთა სიფრთხილე განსაკუთრებით აუცილებელია, ისეთ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, რომლებზეც არსებული კანონმდებლობით სებ-ის მხრიდან არ ვრცელდება შესაბამისი რეგულირების ჩარჩო.

ასეთი შპს-ები თუ კერძო კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის განზრახვით შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საკრედიტო", "საბროკერო" ან სხვა მსგავსი, რაც არ ნიშნავს, რომ ეს შპს არის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი და მისი საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ.

ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცილდება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის მათი სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გაფორმებული გარიგებებიდან წარმოშობილ ურთიერთობებში ჩარევა“, _ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის - ეკატერინე მიქაბაძე

15 ივნისი, 2019 , 14:31

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური მოდელი, სადაც საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი შესაძლებლობები და არადისკრიმინაციული წვდომა ექნება იმ სარგებელზე

შპს `ზიქსიფეის` საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

14 ივნისი, 2019 , 15:13

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის 2019 წლის 06 ივნისის N43 განკარგულების საფუძველზე, შპს "ზიქსიფეის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) საგადახდო მომსახურების პროვაიდე

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

14 ივნისი, 2019 , 14:58

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მლნ აშშ დოლარი (400.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (15.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლი

თბილისში ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

14 ივნისი, 2019 , 11:51

თბილისში გამართულ ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსზე International Wine Competition ოქროს მედალი 26-მა ღვინომ დაიმსახურა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამასთან ერთად, ვერცხლის მედლით 52 და ბრინჯაოს მედლით 133 ღ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

13 ივნისი, 2019 , 12:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასოციაციის წევრებს საგადასახადო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამის შესახებ &b

ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია - ნათია თურნავა

13 ივნისი, 2019 , 12:02

ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ მასზე გაამახვილა ყურადღება ისეთმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, - განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეკონომ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!