უკან

ეკონომიკა

23 მარტი, 2018 17:05
font-size

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით საბროკერო კომპანიებს აფრთხილებს.

,,საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 იანვარს ძალაში შესული კანონის შესაბამისად, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც, საბროკერო კომპანიის საქმიანობას დაემატა უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზების გაწევა.

ცვლილების შედეგად, სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით ვაჭრობის ორგანიზება გახდა ლიცენზირებული საქმიანობა და დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით ვაჭრობის ორგანიზების უფლებამოსილება მიეცათ მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.

ამასთან, პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ახორციელებენ, ვალდებული არიან, ა/წ 11 აპრილიდან ფლობდნენ ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიას.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოებები“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

18 იანვარი, 2019 , 16:29

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18 იანვარი, 2019 , 11:23

18 იანვარს, საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (Turkish Airlines) და TAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა, ღ

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

17 იანვარი, 2019 , 20:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

17 იანვარი, 2019 , 17:50

"2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რ

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა

17 იანვარი, 2019 , 14:48

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 იანვარი, 2019 , 09:00

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6634 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6644 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა