უკან

ეკონომიკა

1 ივნისი, 2020 14:40
font-size

ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისათვის ახალ ინსტრუმენტს აამოქმედებს

პანდემიის გავრცელების შეჩერების წარმატებული ღონისძიებების პარალელურად, პრიორიტეტული ხდება ეკონომიკაზე მისი ნეგატიური გავლენის შემსუბუქება. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორმა, ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, შეუფერხებლად გააგრძელონ კომპანიებისა და მეწარმე ფიზიკური პირების დაკრედიტება და, ამასთან, ლიკვიდობის რისკების გამო არ გაძვირდეს სასესხო რესურსები. ამის გასანეიტრალებლად, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ნაღდი და უნაღდო ლიკვიდობა მიაწოდა როგორც ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. აღნიშნული განხორციელდა როგორც არსებული ინსტრუმენტებით, ისე მოკლე ვადებში დამატებით შემოღებული სვოპის ინსტრუმენტით.

ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივ აღდგენასთან ერთად, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, გამოიკვეთა დამატებითი ზომების მიღების მიზანშეწონილობა. გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე და მომატებული რისკების პირობებში, ბანკები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. ამ სიტუაციაში საკრედიტო და, შესაბამისად, ბიზნეს აქტივობის შესანარჩუნებლად, მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო გარანტიების მექანიზმები ამოქმედდება. ამ პროცესის გამართულად წარმართვას საფინანსო სისტემის ლიკვიდობის მხარდაჭერის კუთხით, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, ვინაიდან დროებით გაზრდილი რისკების ფონზე, ბიზნესის დაკრედიტების პროცესის გასაგრძელებლად, ბაზარზე ლიკვიდობის საკმარისი დონის შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ფუნქციაა. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა კი არალიკვიდური აქტივების გირაოს სანაცვლოდ ლიკვიდური სახსრების მიწოდებაა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი 1 ივნისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტს აამოქმედებს, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება. პირველი განკუთვნილია კომერციული ბანკებისათვის, რომელთაც სასესხო პორტფელის დაგირავების სანაცვლოდ შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკიდან ლიკვიდობის მხარდაჭერა მიიღონ. მეორე ინსტრუმენტი კი მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისათვის იქნება, რომლებიც, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სასესხო პორტფელის მოცულობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კომერციული ბანკებიდან სასესხო რესურსის მოზიდვას შეძლებენ.

ლიკვიდობის მართვის ახალი მექანიზმი 2023 წლის ბოლომდე (2022 წლიდან შემცირებადი გრაფიკით), ყოველთვიური განახლების შესაძლებლობით იმოქმედებს, ხოლო ფასს TIBR1M ერთთვიანი ინდექსი განსაზღვრავს.

ახალი მექანიზმი, უკვე არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, უზრუნველყოფს ლიკვიდობის რისკების შემცირებასა და კრედიტუნარიანი მსესხებლებისთვის ფინანსური რესურსების შეუფერხებელ მიწოდებას. ეს კი ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კრიზისამდელ ტრაექტორიაზე დაბრუნებას.
NS

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე