უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 მაისი, 2017 15:30
font-size

ეროვნული ბანკი ონლაინსესხის კომპანიებს ამოწმებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, უწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ინფორმაციას ამოწმებს, რომელიც ეხება კანონით დადგენილ მაქსიმალურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთის დაცვას, რომელიც წელიწადში 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს. გვენეტაძის თქმით, სავარაუდოდ, ჯარიმები დაეკისრება იმ კომპანიებს, რომლებმაც ეფექტური საპროცენტო ლიმიტის წესი დაარღვია.

„ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ის ონლაინკომპანიებია, რომლებიც დაფიქსირდნენ, როგორც ონლაინკომპანიები და რომლებიც არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ჩვენ ამ კომპანიებისგან მოვითხოვეთ ინფორმაცია. გავაანალიზეთ, ყველაფერს შევხედეთ. ახლა გვაქვს გასვლითი შემოწმება, ახლა ვიღებთ ხელშეკრულებებს. ვნახულობთ, ამ ხელშეკრულებებში ხომ არ არის რაიმე ისეთი, რომელშიც არ ჩადეს რაიმე ხარჯი, ხომ არ დაირღვა ეფექტური პროცენტის ლიმიტი - ზედა ზღვარი. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია ჯარიმები. როგორც კი დავასრულებთ, შედეგებს გამოვაქვეყნებთ, თუ როგორ ჩაიარა ამ შემოწმებამ და რა შედეგები გვაჩვენა. საუბარია იმ კომპანიებზე, რომელიც ჩვენთან რეგისტრირდებიან“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ იმ მიკროსაფინანსო კომპანიებს ამოწმებს, რომლებიც მათთანაა რეგისტრირებული. მოქალაქეებს კი, რომლებიც ეროვნულ ბანკში არარეგისტრირებული კომპანიისგან აიღეს სესხი და ფიქრობენ, რომ კანონით დადგენილი პირობები არ იყო დაცული, გვენეტაძე ურჩევს, მიმართოს სასამართლოს.

ანა მებურიშვილი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 09:00

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`