უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 თებერვალი, 2020 11:10
font-size

ეროვნული ბანკი საჯარო განხილვებისთვის რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნის შესახებ დებულების პროექტს აქვეყნებს

ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯაროდ განხილვებისთვის საზოგადოებას რეგულირების ლაბორატორიის (სენდბოქსის) ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების პროექტს წარუდგენს.

რეგულირების ლაბორატორია ზედამხედველის მიერ დაწესებული ისეთი ჩარჩოა, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაქვემდებარებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს რეალურ რეჟიმში, ზედამხედველის კონტროლირებად გარემოში გამოსცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები.

მისი გამოყენების მიზანია სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური ფინანსური სერვისების და პროდუქტების ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობა, ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების საჭიროების გამოკვეთა, საფინანსო სექტორში ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე გამოცდა და მათი განვითარების ხელშეწყობა.

ამასთანავე, აღნიშნული სერვისები და პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს სისტემურ რისკებს.

დებულება განსაზღვრავს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს განმცხადებელი. საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაცია შესაძლოა მოიცავდეს ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების შეწყვეტის გეგმასაც. რეგულირების ლაბორატორიის წარმატებით გამოყენება გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული სამი ეტაპის - იდეის ტესტირების, კონცეფციის ტესტირებისა და რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების წარმატებით გავლას. აღნიშნული სამი ეტაპის გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ახალი ტექნოლოგიის გამოყენების წესების საზედამხედველო ჩარჩოში და საზედამხედველო მიდგომებში ასახვის საკითხს.

ეროვნული ბანკი მზად არის მიიღოს კომენტარები და შენიშვნები დაინტერესებული მხარეებისგან 2020 წლის 13 მარტის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sandbox@nbg.gov.ge.

აღნიშნული დებულება ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=696

NS

აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 მაისი, 2020 , 14:40

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 25 მ

ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა - ნათია თურნავა

22 მაისი, 2020 , 18:27

„ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა

22 მაისი, 2020 , 17:36

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1916 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა: პანდემიის პირობებში ეკონომიკის განახლებისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების შერჩევა

22 მაისი, 2020 , 14:23

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, კორონავირუსის გამო დაწესებული   შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შექმნილ ვითარებაზე მორგებული სპეციალური გეგმით მოქმედებას იწყებს. ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, პან

საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

22 მაისი, 2020 , 12:55

დღეს, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებებით: - 70 მილიონი ევრო გათვალისწინებუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1920 ლარი გახდა

21 მაისი, 2020 , 17:48

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1920 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2012 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ