უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აგვისტო, 2020 15:40
font-size

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით განმეორებით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე:

-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი

-დედამიწის დღე

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფოა და პოლიტიკური წყობილების მუდმივი და უცვლელი ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე.

2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას.

საკოლექციო დანიშნულების მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ახალი კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დედამიწის დღე

დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე გლობალურ ინიციატივაა, რომელიც გარემოს დაცვის მხარდასაჭერად მილიონობით ადამიანს აერთიანებს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღედ 2009 წელს მიღებული რეზოლუციით გამოაცხადა და ამ გზით შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ თარიღს ადრეც აღნიშნავდნენ.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შემეცნებითი ღონისძიებები იმართება.

გარემოსდაცვითი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს ამ გლობალურ ინიციატივას და 2021 წელს დედამიწის დღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც მიზნად ისახავს ამ აქტივობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ახალი კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

NS

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

19 სექტემბერი, 2020 , 10:30

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯან

ცესკო-მ ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის დაცვითაც ამომრჩევლები და კომისიების წევრები კენჭისყრის დღეს იმოქმედებენ

18 სექტემბერი, 2020 , 17:45

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2140 ლარი გახდა

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1886 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ტემპერატურის მომატების დროს ყველა პაციენტმა აუცილებელია მიმართოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს - ამირან გამყრელიძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, ტემპერატურის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. მისი თქმით, ტემპერატურის მქონე ავადმყოფი ა

IDFI საქართველოში ფარული მიყურადების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოში ფარული მიყურადების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მათი შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენ

ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდად არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს - ნათია თურნავა

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ის პრინციპი და აუცილებლობა განმარტა, რომლის თანახმადაც აქ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ, უცხოელებს კი - არა. ნათია თურნავამ ამ თემაზე პარლამენტის პლე