უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 იანვარი, 2023 18:28
font-size

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, 2020 წლიდან ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს აქტიურად იკვლევს.

„2021 წლის 30 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ციფრული ლარის პროექტის პირველი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა და დაინტერესებული ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები თანამშრომლობისთვის მოიწვია. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სებ-მა მოიკვლია CBDC-ის სისტემის საშუალებით ტექნოლოგიური, საზედამხედველო და ფინანსურ სირთულეებთან გამკლავების სხვადასხვა გზები და მეთოდები.

საქართველოს ეროვნული ბანკი გაცნობებთ, რომ დაინტერესებული ფინტექ კომპანიების მოწვევის ვადა იწურება. პროექტის პირველი ეტაპის საბოლოო ვადად 2023 წლის 15 თებერვალი განისაზღვრა. პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, ეროვნული ბანკი შეარჩევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტექნოლოგიის მიმწოდებელ კომპანიას და სიღრმისეულად შეაფასებს ტექნოლოგიური პარტნიორების მიერ წარმოდგენილ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სისტემურ მოწყობასა და სხვა დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, სისტემურ მოწყობას ციფრული ლარის საცდელი ვერსიის დასანერგად.

ციფრულ ლარს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ახალი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შეფასდეს ციფრული ლარის დანერგვის თანმდევი რისკები. საქართველოს ეროვნული ბანკი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, რისკების შემცირების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საცდელი ვერსიის პრაქტიკულ ტესტირებას საპილოტე რეჟიმში განახორციელებს.

თუ თქვენ CBDC ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობთ და დაინტერესებული ხართ გახდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის პარტნიორი კომპანია, არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - innovationoffice@nbg.gov.ge“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2023 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი, შემცირდა - ეროვნული ბანკი

28 მარტი, 2023 , 11:52

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 9.46 მლნ ლარით, ანუ 0.02%-ით შემცირდა და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა

თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში გაწევრიანდა

28 მარტი, 2023 , 11:45

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში (FIRST) გაწევრიანდა. თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული ფორუმი კიბერინციდენტებზე რეაგირებ

რა შესაძლებლობებია „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“? - საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბენეფიციართა გამოცდილება

27 მარტი, 2023 , 13:41

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ ახორციელებ

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

27 მარტი, 2023 , 13:28

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკითხი ეხება ქრონიკული და

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ეს არის შედეგი, რითიც ათიათასობით ადამიანი გადარჩა - ირაკლი ღარიბაშვილი

27 მარტი, 2023 , 12:57

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითიც ათასობით ადამიანი გადარჩა და ათიათასობით. რომ ყოფილიყო ისე

სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ - საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო

27 მარტი, 2023 , 12:11

მიმართულებით (ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავებისთვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შექმნილ STEM სკოლაში სწავლა დაიწყო. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი