უახლესი ამბები
- 15.02.2019 22:54„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“
- 15.02.2019 17:22ბათუმში დანგრეული სინაგოგის გადარჩენის კამპანიას სათავეში ისრაელის სახლი ჩაუდგება
- 15.02.2019 17:00ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა
- 15.02.2019 17:00მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
- 15.02.2019 17:00SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა `ხავერდის მზე` გაიმართება
- 15.02.2019 16:40ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა
- 15.02.2019 16:40საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი
- 15.02.2019 16:40სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია
- 15.02.2019 16:40მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა - დაშავებულია 5 ადამიანი
- 15.02.2019 16:40„ენგურჰესი“ მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა
არქივი
ეკონომიკა


ეროვნული ბანკი ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნებას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნებას იწყებს.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული ინიციატივა დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, დამტკიცებამდე გაეცნონ ნორმატიული აქტების პროექტებს და მათთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს.
,,ეროვნული ბანკის აღნიშნული უფლებამოსილება "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით განისაზღვრა, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საფინანსო სექტორთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის პროექტი მის დამტკიცებამდე გამოაქვეყნოს დაინტერესებული მხარეებისაგან კომენტარების მიღების მიზნით (იხ. ბმული).
ხსენებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობისა და დაინტერესებული მხარეების საზედამხედველო პოლიტიკის განვითარების პროცესში ჩართულობის გაზრდაა. აღნიშნული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს და მას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც უჭერს მხარს.
ამ ინიციატივის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოაქვეყნა პირველი ნორმატიული აქტის პროექტი. კერძოდ, ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსის პროექტი კომერციული ბანკებისთვის, რომლის მიზანი საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრებაა, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethics@nbg.gov.ge
ამასთან, სამომავლოდ, ინიციატივის ფარგლებში გამოქვეყნებული ნორმატიული აქტების პროექტების გაცნობა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე: სამართლებრივი აქტების პროექტები“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა
15 თებერვალი, 2019 , 17:00

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია
15 თებერვალი, 2019 , 16:40

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
15 თებერვალი, 2019 , 16:10

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა - აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა
15 თებერვალი, 2019 , 15:49

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ დოლარი შეადგინა
15 თებერვალი, 2019 , 15:45
საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
15 თებერვალი, 2019 , 13:35