უახლესი ამბები
- 19.02.2019 17:45ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ცხედარს სამშობლოში ერთ კვირაში ჩამოასვენებენ
- 19.02.2019 17:32ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს სრული კონტროლი საფინანსო ინსტიტუტებზე - სალომე სამადაშვილი
- 19.02.2019 17:15ოპოზიციას მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები არ აქვს - ბექა დავითულიანი
- 19.02.2019 17:15ოპოზიციამ თავის თავს ვერ აჯობა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მოიწონა - რევაზ სოხაძე
- 19.02.2019 17:12ჩემს ოჯახზე პატიოსანს ბევრს ვერ იპოვით, ვერც პოლიტიკოსებს შორის და ვერც მათ მიღმა - თამარ ჩუგოშვილი
- 19.02.2019 16:40„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მეტალინვესტის“ საქმიდან მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის აცილებაზე სასამართლოს მიმართავს
- 19.02.2019 16:40ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი თანამედროვე სკვერით ისარგებლებს
- 19.02.2019 16:40პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო
- 19.02.2019 16:35ირაკლი ჩიქოვანი შს მინისტრად ინიშნება?
- 19.02.2019 16:25მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზადყოფნას გამოთქვამენ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდონ
არქივი
ეკონომიკა


ეროვნული ბანკი ზოგიერთ სტატისტიკურ მონაცემში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ზოგიერთ სტატისტიკურ მონაცემში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
,,საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც გამჭვირვალობის პრინციპის ერთგული რჩება და მუდმივად აწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ საზოგადოებას სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ამა თუ იმ ეტაპზე სტატისტიკის მომხმარებელთათვის განსაკუთრებით აქტუალური ხდება ესა თუ ის ინფორმაცია, ეროვნული ბანკი მზადაა გააფართოვოს გამოქვეყნებული მონაცემების წრე, მათი დეტალიზაციის გზით. დღეიდან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ოფიციალურ ვებგვერდზე იხილოს უფრო დეტალური მონაცემები კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ (ცხრილი M3.4).
უფრო კონკრეტულად, კომერციული ბანკების "სხვა არასაპროცენტო შემოსავლებიდან" და "სხვა არასაპროცენტო ხარჯებიდან" ცალკე გამოიყო მუხლი "სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი", რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს უფრო ზუსტი ინფორმაცია მიიღოს კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების (ჯამურად ბალანსის მუხლების გადაფასებით გამოწვეული წმინდა შემოსავლის/ხარჯის) შესახებ. ასევე, მუხლიდან "საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან" ცალკე გამოიყო "სესხებსა და სხვა აქტივებზე დარიცხული შემოსავლები ჯარიმებიდან/საურავებიდან". გარდა აღნიშნულისა, ამიერიდან ზემოაღნიშნული ცხრილის მონაცემები გამოქვეყნდება საანგარიშო თვეების მიხედვით და არა ნაზარდი ჯამით, როგორც აქამდე ქვეყნდებოდა.
ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლისათვის საინტერესო სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას - ეკატერინე მიქაბაძე
19 თებერვალი, 2019 , 15:50

იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა - ეკატერინე მიქაბაძე
19 თებერვალი, 2019 , 15:50

საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა
19 თებერვალი, 2019 , 14:10

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე - მამუკა ბახტაძე
19 თებერვალი, 2019 , 13:05

საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია - ვაზილ ჰუდაკი
19 თებერვალი, 2019 , 13:05

იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა
19 თებერვალი, 2019 , 12:50