უკან

ეკონომიკა

20 თებერვალი, 2019 17:20
font-size

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“ეროვნული ბანკი ახორციელებს საკრედიტო ზრდით გამოწვეული სისტემური რისკების შესწავლასა და მონიტორინგს. წინა კვარტალებში დაფიქსირებული ჭარბი საკრედიტო ზრდის შემდეგ, რომელზეც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება1, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა 2019 წლის იანვარში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.7% შეადგინა. თუმცა, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს2 კვლავ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანწილად შინამეურნეობებზე გაცემული სესხებით არის განპირობებული. კომიტეტის შეფასებით, წლის დასაწყისიდან მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტების ამოქმედება და 200 000 ლარამდე უცხოური ვალუტით სესხის აღების შეზღუდვა საკრედიტო ზრდას საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონემდე დაიყვანს.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას და მას დადებითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე. აღნიშნული რეგულაცია შეამცირებს როგორც ჭარბ საკრედიტო ტვირთს, ისე გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დანერგვა ასევე შეესაბამება ევროდირექტივების მოთხოვნას. ბოლო წლებში მსგავსი რეგულაცია ამოქმედდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, დანია, ლიტვა, ჩეხეთი.

კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს. საბანკო სექტორი მაღალკაპიტალიზირებული და ლიკვიდურია და მომგებიანობის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში კვლავაც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში უმოქმედო სესხების წილი, როგორც წესი, შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული მაჩვენებლის ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასება.

გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელების3 და რეგიონული რისკების ფონზე, ნარჩუნდება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოური ვალუტის სესხების ზრდა. საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესარბილებლად და ბუფერების დამატებითი ზრდის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს განიხილოს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 5 პროცენტული პუნქტით ზრდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2019 წლის 29 მაისს გაიმართება.” - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის განვითარების ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

23 მარტი, 2019 , 12:35

„საპარტნიორო ფონდსა“ და „ჩინეთის განვითარების ბანკს“ შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება და „20 მილიონი აშშ დოლარის სესხის ძირითადი პირობების შეთანხმება“ გაფორმდა. ფონდსა და ბანკს

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

23 მარტი, 2019 , 12:21

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა სტუ

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 მარტი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6821 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6793 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0028-ით

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

22 მარტი, 2019 , 18:09

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6821 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6793 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0028-ით

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საკუთარი საცეცებით გადაფაროს მსხვილი ბიზნესები - საერთაშორისო სავაჭრო პალატა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

22 მარტი, 2019 , 12:03

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, ფადი ასლის წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისადმი უცვლელად გთავაზობთ. „ძვირფასო პრემიერ მინისტრო, ჩვენ ვიმედოვნებდი

საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

21 მარტი, 2019 , 13:15

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მონაწილეობს და თავადაც უწევს ორგანიზებ