უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 აპრილი, 2019 16:20
font-size

ეროვნული ბანკის გაფრთხილება ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასთან დაკავშირებით

ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების რეგულირების წესს განუმარტავს.

აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორების ინტერესების დაცვის, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული შესაძლო რისკების თავიდან არიდებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული.

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ფასიან ქაღალდად ითვლება ისეთი მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, როგორებიცაა წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდები (აქციები და ობლიგაციები), ასევე, ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლოა გარდაიქმნან ფასიან ქაღალდებად, ან რომლებიც არიან მათზე ხელმოწერისა თუ მათი შეძენის უფლების მატარებლები. აგრეთვე, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები და საინვესტიციო ხელშეკრულებები. თავის მხრივ, საინვესტიციო ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და მათი მიყიდვა საცალო ინვესტორებისთვის, სპეციალური დოკუმენტის - ემისიის პროსპექტის - მომზადებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი დამტკიცების გარეშე აკრძალულია. მოქმედი კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს შემთხვევებს, რომლებზეც აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება. კერძოდ, საქართველოს სამთავრობო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდების შეთავაზება გათავისუფლებულია ემისიის პროსპექტის დამტკიცების მოთხოვნისგან. აგრეთვე, აღნიშნული გამონაკლისი ვრცელდება უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ ფასიან ქაღალდებზეც. აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხა განსაზღვრულია ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით.

ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია ემისიის პროსპექტში გაამჟღავნოს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ინვესტორის მიერ ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. პროსპექტში გადმოცემული უნდა იყოს ყველა შესაძლო და პოტენციური რისკი, რომელიც უკავშირდება გამოშვებულ ფასიან ქაღალდს და ემიტენტის საქმიანობას. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაციის სრულყოფილად გამჟღავნება უშუალოდ ემიტენტის პასუხისმგებლობაა და ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას არ იღებს პროსპექტში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე.

ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის განხორციელებამდე აუცილებელია ემისიის პროსპექტის შესწავლა და მასში არსებული ინფორმაციის სწორი და კვალიფიციური ანალიზი. ფასიან ქაღალდებში ინვესტირება წარმოადგენს რისკიან ინვესტიციას და მას სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ამასთან, საქართველოში საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის შუამავლობით, რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, ინვესტიციის განხორციელებამდე გაეცნონ ემისიის პროსპექტს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტებს დახმარებისთვის.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 8 მლნ ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება

21 სექტემბერი, 2019 , 11:45

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9738 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9691 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა

19 სექტემბერი, 2019 , 12:30

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (

გიორგი გახარია რთველზე - მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული

19 სექტემბერი, 2019 , 12:30

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს. „ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რო

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

18 სექტემბერი, 2019 , 17:05

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა ეკონომიკის სიძლიერეზე მიუთითებს. ამასთან, სსფ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვე

მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო 4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ - ირაკლი ლექვინაძე

17 სექტემბერი, 2019 , 16:24

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1-ელი იანვრიდან დიზელის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს