უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 ოქტომბერი, 2017 09:00
font-size

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება

დღეს, თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას გამართავს, მედიას დეტალურად გააცნობს კომიტეტის გადაწყვეტილებას და უპასუხებს მათ შეკითხვებს. დაინტერესებულ პირებს კობა გვენეტაძის პრესკონფერენციისათვის თვალყურის დევნება FACEBOOK LIVE - ის მეშვეობით ეროვნული ბანკის FACEBOOK გვერდზე შეეძლებათ.

ცნობისათვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებებს მიზნობრივი ინფლაციის გამოცხადებასთან და პოლიტიკის განაკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7 პროცენტზე დატოვა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის - ეკატერინე მიქაბაძე

15 ივნისი, 2019 , 14:31

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური მოდელი, სადაც საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი შესაძლებლობები და არადისკრიმინაციული წვდომა ექნება იმ სარგებელზე

შპს `ზიქსიფეის` საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

14 ივნისი, 2019 , 15:13

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის 2019 წლის 06 ივნისის N43 განკარგულების საფუძველზე, შპს "ზიქსიფეის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) საგადახდო მომსახურების პროვაიდე

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

14 ივნისი, 2019 , 14:58

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მლნ აშშ დოლარი (400.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (15.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლი

თბილისში ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

14 ივნისი, 2019 , 11:51

თბილისში გამართულ ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსზე International Wine Competition ოქროს მედალი 26-მა ღვინომ დაიმსახურა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამასთან ერთად, ვერცხლის მედლით 52 და ბრინჯაოს მედლით 133 ღ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

13 ივნისი, 2019 , 12:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასოციაციის წევრებს საგადასახადო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამის შესახებ &b

ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია - ნათია თურნავა

13 ივნისი, 2019 , 12:02

ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ მასზე გაამახვილა ყურადღება ისეთმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, - განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეკონომ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!