უახლესი ამბები
- 25.01.2021 10:45საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- 25.01.2021 10:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
- 25.01.2021 10:45„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
რეგიონები


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აჭარის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აჭარის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივ ბიზნესმენებს კობა გვენეტაძემ გააცნო მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილება და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდეციებზე ესაუბრა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფლაცია და მისი პროგნოზი, ეკონომიკური ზრდა, დოლარიზაცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვა - ეს ის თემებია, რომელებზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.
შეხვედრაში, რომელიც სასტუმრო "შერატონში" გაიმართა, აჭარის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მმართველებიც მონაწილეობდნენ. საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ რეგულაციებს, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით განხორციელდა, ასევე ისაუბრეს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე დაესწრო.
აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესისთვის გასაგები იყოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე.
საკვანძო სიტყვები:

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
23 იანვარი, 2021 , 17:35
ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს
23 იანვარი, 2021 , 17:10
ბათუმში, ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ
23 იანვარი, 2021 , 14:39

ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა
23 იანვარი, 2021 , 11:41

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები - მაია ცქიტიშვილი
22 იანვარი, 2021 , 14:29

აჭარაში, 1 თებერვლიდან, დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღება - მაია ცქიტიშვილი
22 იანვარი, 2021 , 14:10