უკან

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2019 15:10
font-size

ეროვნული ბანკის ქმედებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო - ირაკლი კოვზანაძე

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკა ეროვნულ ბანკს შედარებით ადრე უნდა დაეწყო, თუმცა სექტემბრიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, კერძოდ ლარის კურსმა დევალვაცია შეწყვიტა,“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოში, 2018 წლიდან, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

„ჩვენნაირი მცირე, განვითარებადი და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ეს ოპტიმალური ნიშნულია, რისკენაც უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ ახლა რეალობა განსხვავებულია. სახეზე გვაქვს, მაღალი ინფლაცია - 11 თვის მონაცემებით 7% (თუმცა განსაკუთრებით მაღალია სურსათზე ფასების ზრდა). გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ლარი გაუფასურდა დაახლოებით 10%-ით და ზაფხულიდან უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ფასების ზრდაზე მნიშვნელოვნად აისახა.“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება სექტემბრიდან ეროვნული ბანკის ქმედებებს, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე თანმიმდევრულმა აწევამ, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური რეზერვების ნორმის შემცირებამ 30-დან 25%-მდე და დროულმა ინტერვენციებმა სავალუტო ბაზარზე გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, მაგრამ ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტებების გადაცემის არხების გათვალისწინებით სრული შედეგი ჯერ კიდევ წინაა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, არის არასწორი - ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი, 2020 , 15:30

“ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი, ” - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრებ

საუბარი იყო კონსტრუქციული - ელიზაბეთ რუდი

27 თებერვალი, 2020 , 14:55

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, დიპლომატების ორგანიზებით ხელისუფლებას

ხელისუფლების ახალ საარჩევნო წინადადება - 110 პროპორციული, 40 მაჟორიტარული

27 თებერვალი, 2020 , 14:14

ხელისუფლებამ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 - მაჟორიტარულით.  ინფორმაცია მედიას „ახალი საქართველოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

26 თებერვალი, 2020 , 16:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული

ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

26 თებერვალი, 2020 , 16:30

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბ

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

26 თებერვალი, 2020 , 16:20

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი თ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`