უკან

ეკონომიკა

1 აპრილი, 2020 16:55
font-size

ეროვნული ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა COVID-19-თან დაკავშირებით

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საბანკო სექტორი ჯანსაღია და მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად თანდათანობით გროვდებოდა. ასევე, უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში დაბალია და ბოლო წლებში საბანკო სექტორი სტაბილური მომგებიანობით გამოირჩეოდა.

მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის პოლიტიკის შედეგად შემცირებულია ფიზიკური პირების უცხოური ვალუტის სესხების დოლარიზაცია, რაც ამცირებს ჩვენი მოსახლეობის მოწყვლადობას კურსის მერყეობისადმი. ხოლო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის შედეგად, დღევანდელ გამოწვევებს მოქალაქეები ნაკლები და უფრო მდგრადი ვალით ხვდებიან.

ეროვნული ბანკის სამოქმედო გეგმა გულისხმობს საბანკო სექტორის კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერების გამოყენებას ფინანსური სტრესის პერიოდში. ეს ნიშნავს არსებული კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების შემცირებას, რაც საბანკო სექტორს საშუალებს მისცემს ამ ბუფერების მეშვეობით პოტენციური ზარალები გაანეიტრალოს და განაგრძოს ნორმალური ბიზნეს საქმიანობა და რეალური ეკონომიკის დაკრედიტება.

საზედამხედველო გეგმის თანახმად, კომერციულ ბანკებს შეუმსუბუქდება კაპიტალის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას. აღნიშნული საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება მიმართული იქნას პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად. ჯამურად, საბანკო სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით 4 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სრულად გამოთავისუფლდეს. ეროვნული ბანკის მიერ კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება ბანკებმა არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად, რომელიც ბანკის კაპიტალს შეამცირებს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სექტორში არ დგას ლიკვიდობის პრობლემა, ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნაშია ეკონომიკას საჭირო მოცულობის ლიკვიდობის რესურსი მიაწოდოს. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნულ ბანკს აქვს ადექვატური მოცულობის უცხოური ვალუტის რეზერვები, რომელსაც ასევე დაემატება ახლო პერიოდში მოსალოდნელი სავალუტო შემოდინებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. ხოლო ეროვნული ვალუტის მიწოდება მოხდება საჭიროების შესაბამისად იმ ფორმით და ოდენობით, რასაც ეკონომიკა მოითხოვს.

აღსანიშნავია ასევე, რომ კომერციული ბანკების მიერ ე.წ. სესხების დაფარვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზებულ აქციებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეარბილა საზედამხედველო მოთხოვნები, რათა მოქალაქეებისათვის ვალდებულებათა გადავადების პროცესში ბანკებს მაქსიმალური მოქნილობა ჰქონოდათ.

ეროვნული ბანკი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, მუდმივ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან და თუკი ვირუსის შედეგად შემცირებული ეკონომიკური აქტივობისა და სირთულეების გამო, უმოქმედო სესხების წილი და საკრედიტო დანაკარგები მოსალოდნელზე მეტად გაიზრდება, ეროვნული ბანკი აამოქმედებს მის ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს და მიიღებს დამატებით გადამჭრელ ზომებს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნულ

მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 16:40

კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 15:55

სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბი

მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა - ნათია თურნავა

4 ივნისი, 2020 , 15:55

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები შედის - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილების პროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრად

დოლარიზაცია, პირველ რიგში, დოლარის მსესხებლებს უქმნის პრობლემებს, ასევე უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 15:35

დოლარიზაციის პირობებში ეკონომიკა უფრო მერყევი და მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტზე

ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება -ნათია თურნავა

4 ივნისი, 2020 , 14:56

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრმაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!