უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 მარტი, 2018 17:20
font-size

ეროვნული უმცირესობების ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა 50 ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერთა შორის არიან საქართველოს აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, ქურთული, ასურული, რუსული, უკრაინული, იეზიდური, ქისტური, უდიური, გერმანული, პოლონური, ლიტვური და სხვა ეთნოსების ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

,,ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევის საკითხი.

აღნიშნულ სფეროში დაგროვილი გამოწვევების გადასაწყვეტად აუცილებელია მრავალი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, საიდანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის სრულფასოვანი ინფორმირების პრობლემატიკა – ერთი მხრივ ეროვნული უმცირესობები უნდა ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ უმრავლესობას რეგულარულად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების კულტურის, ტრადიციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ.

საქართველოს ეროვნული უმცირესობების ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარს ვუჭერთ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ მისი წარმატებისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამოქალაქო ინტეგაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში ეროვნული უმცირესობების უშუალო ჩართვა და მონაწილეობა.

სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეუძლია შეასრულოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მასში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარმოდგენილი იყვნენ ეროვნული უმცირესობები.

როგორც ცნობილია საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებების დაცვისა და ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის ღირსეული და კვალიფიციური პიროვნება და ყველა ეთნოსის წარმომადგენლებს მის მიმართ აქვთ დიდი ნდობა. ქალბატონი იზაბელა ოსიპოვა მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროს და მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოში მისი მუშაობა დიდ წვლილს შეიტანს საზოგადოებრივ მაუწყებელის მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოს მრავალფეროვნების გაშუქების მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პოლიციამ ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე. ი. დააკავ

ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია

21 სექტემბერი, 2019 , 13:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

21 სექტემბერი, 2019 , 12:35

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს

გერმანული ლაბორატორიის დასკვნით, წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

21 სექტემბერი, 2019 , 12:15

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის (SGS Institut Fresenius – https://www.institut-fresenius.de/en/) დასკვნით, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს