უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 აგვისტო, 2018 10:15
font-size

ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა - ნიკოლოზ გაგუა

ყველა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ასახავს ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს, არის დადებითი - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით მედიის მხრიდან დასმული კითხვების საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა რეგიონში, კერძოდ, თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსი, რის გამოც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზეც. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ლარის კურსი ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გამყარებულია, გაუმჯობესება, დაახლოებით, 17% -ია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დინამიკა ფასების სტაბილურობას ქვეყანაში ვერ შეუქმნის საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რათა ფასების სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაცია, დაახლოებით, 2,5%-ის ფარგლებშია,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რომლის პოზიტიური დინამიკა წლის დასაწყისიდან ფიქსირდება.

„ესაა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შეადგინა 5.7% , ხოლო მეორე კვარტალში - 6%. მნიშვნელოვანი ზრდაა ექსპორტის კუთხით, ტურიზმის სექტორში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი გაგრძელება მომავალში და ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მთავრობა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას კვირის ბოლომდე გადაწყვეტს

20 აგვისტო, 2018 , 16:15

მთავრობა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას კვირის ბოლომდე გადაწყვეტს, - ამის თაობაზე ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლების საგანგებო პრეს-კონფერენციის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი.  მწარმოებლები საჯარო აქტ

ივლისში კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე ფასები შემცირდა, თუმცა წინა წელთან შედარებით - გაიზარდა

20 აგვისტო, 2018 , 14:05

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5,7

კერძო გამსესხებლებისთვის შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა

20 აგვისტო, 2018 , 13:30

კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) არ იქნებიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ. სამოქალაქო კოდექსში ცვლილების ინიციატივის ავტორი საქართვე

მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა - დავით ბაქრაძე

17 აგვისტო, 2018 , 16:10

მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა, ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა ჩვენი მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, რასაც სჭირდება მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს პრობლემის მოსაგვარ

ბანკების „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების საკითხზე შემოდგომაზე საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გაიმართება

17 აგვისტო, 2018 , 12:55

მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც ბანკების ე.წ. შავ სიაში არიან და ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყ

ჩვენი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი, პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას ჩვენს ვალუტაზეც აქვს ზემოქმედება - გიორგი ქობულია

17 აგვისტო, 2018 , 12:55

„ლარის კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის და ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობული

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან