უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ნოემბერი, 2021 11:07
font-size

საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, იუნესკო-ს ეგიდითა და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, საქართველოში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ზეთისხილის კულტურის გაშენების მხარდაჭერა ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მას, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

„სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით, საქართველოში უკვე 1 000 ჰა-მდე ფართობზეა ზეთისხილის პლანტაციები გაშენებული. ჩვენი გეგმაა, უახლოეს მომავალში, რამდენიმე ათეული ათასი ჰექტარი ფართობი დავფაროთ ზეთისხილის პლანტაციებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ საექსპორტო შესაძლებლობები. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით, შევძლებთ, აღნიშნული დარგი ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გავხადოთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა, საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, გიორგი სვანიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ზეთისხილის ზეთის წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად.

„მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ვაჭრობის 74%-ს. ამიტომ, ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მსოფლიო ზეთისხილის საბჭომ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და ჩვენთან ერთად შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ეს დარგი და როგორ უნდა გავიდეს პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა გიორგი სვანიძემ.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის კულტურის განვითარებაში; მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება.

საქართველოსთვის აღნიშნული საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის დარგის მიმართულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებაა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი