უკან

სამართალი

9 სექტემბერი, 2019 16:05
font-size

ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო აჭარის რეგიონში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აჭარის რეგიონში განხორციელებული შემოწმების ფარგლებში, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნათა დარღვევების გამო, 83 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 77 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge.

პოლიციამ ბათუმში მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ქურდობ

გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლ

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ განცხადებას ავრცელებს

13 სექტემბერი, 2019 , 17:20

გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც „გიორგი გახარიას მიერ გაგზავნულ მუქარის წერილს“ შეეხება კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს დ

ნიკანორ მელიას პროკურატურაში იბარებენ

13 სექტემბერი, 2019 , 13:20

საქართველოს გენერალური პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფ

სისხლიანი დაპირისპირება რუსთაველზე

13 სექტემბერი, 2019 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. გამოძ

დმანისში შუახნის მამაკაცი მოკლეს

13 სექტემბერი, 2019 , 12:50

დმანისში შუახნის მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს