უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 თებერვალი, 2017 17:20
font-size

ეროვნულმა ბანკმა გალარების პროგრამის მხარდასაჭერად მონეტარული ინსტრუმენტები აამოქმედა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული "საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამა" სოციალურ მხარდაჭერასთან ერთად, მოსახლეობას უმცირებს სავალუტო რისკებს, რაც ზრდის ქვეყნის საგარეო შოკისადმი მდგრადობას.

გალარების პროგრამა პოტენციურად ეხება 27 000-მდე მსესხებელს (დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის სასესხო პორთფელი), რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება. პროგრამა 17 იანვრიდან 25 მარტამდე გრძელდება და ნებაყოფლობითია როგორც ბანკებისთვის, ისე მათი კლიენტებისათვის. სესხების გალარების მსურველებზე, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, სახელმწიფო 1 აშშ დოლარზე 20 თეთრის სუბსიდიას გასცემს. თავის მხრივ, ეროვნული ბანკი ახორციელებს პროგრამის მხარდაჭერას მონეტარული ინსტრუმენტებით, რომელთაგანაც ზოგიერთი სპეციალურად ამ პროგრამისთვის ამოქმედდა.

მსესხებელმა, გადაწყვეტილების მისაღებად გაალაროს თუ არა სესხი, უნდა შეადაროს არსებული დოლარის სესხის პირობები ბანკის მიერ შემოთავაზებულ ლარის სესხის პირობებს. უცხოური ვალუტის სესხს გააჩნია სავალუტო რისკი, რომელიც ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურ საიტზე განათავსა სესხის კალკულატორი, რომელიც დაეხმარება გალარების მსურველებსა და ზოგადად სესხის აღების მსურველს მოახდინოს ლარისა და დოლარის სესხების პირობების შედარება.

ბანკის მიერ კლიენტისთვის სესხის გალარებისას არ იცვლება ფულადი ნაკადები, თუმცა იცვლება აქტივების სტრუქტურა - ბანკს ექნება ნაკლები დოლარის და მეტი ლარის სესხი. სხვა თანაბარ პირობებში, ბანკის ვალდებულებები აშშ დოლარით გადააჭარბებს აშშ დოლარის აქტივებს, ხოლო ლარის შემთხვევაში, პირიქით, აქტივები გადააჭარბებს ლარის ვალდებულებებს. ანუ ბანკს გაეხსნება სავალუტო პოზიცია, რაც არ არის სასურველი.

ამ დისბალანსის გასასწორებლად კომერციულ ბანკს ექნება საშუალება ეროვნული ბანკიდან იყიდოს ზუსტად იმდენივე აშშ დოლარი, რა ოდენობის სესხსაც გაალარებს. ამით ის სრულად დახურავს სავალუტო პოზიციას და თავიდან აიცილებს სავალუტო რისკებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი განხორციელდება ისე, რომ ბაზარზე არ გაიზრდება აშშ დოლარზე მოთხოვნა. თუმცა, შემცირდება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები. ეროვნული ბანკი აშშ დოლარს მიაწვდის ბანკებს ლარი/აშშ დოლარის ოფიციალურთან შედარებით 20 თეთრით დაბალი გაცვლითი კურსით, ხოლო ამ სხვაობას იმავე დღეს დაფარავს სახელმწიფო ბიუჯეტი.

უცხოური ვალუტის შესაძენად ბანკს უჩნდება დამატებითი მოთხოვნა ლარზე და იმისათვის, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს საპროცენტო განაკვეთების არასასურველი მერყეობა, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს მიაწვდის ლარის შესაბამის რესურსს, რისთვისაც გირაოდ გამოიყენებს ბანკის მიერ შეძენილ აშშ დოლარს ან გალარებული სესხების პორტფელს. გირაოში სესხების ჩადების შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ სტანდარტული კატეგორიის სესხები. ამ გირაოს საშუალებით კომერციულ ბანკს პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში შეეძლება ეროვნული ბანკიდან კვირაში ორჯერ, ხოლო შემდეგი ორი წლის განმავლობაში თვეში ერთხელ, ერთი თვის ვადით ისესხოს ლარის რესურსი რეფინანსირების პოლიტიკის განაკვეთით. ამასთან, სესხი გაიცემა გირაოს 80%-ის ოდენობით. გალარების მხარდამჭერი ინსტრუმენტით მიწოდებული სესხების მოცულობა შეზღუდული იქნება სუბსიდირებას დაქვემდებარებული გალარებული სესხების მთლიანი მოცულობით, ცალკეული ბანკის მიხედვით.

სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად 2017 წლის 15 იანვრიდან ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტის სახით 100 000 (ასი ათასი) ლარამდე თანხა შეიძლება გაიცეს მხოლოდ ლარით, რაც ზრდის მიკროსაფინანსო კომპანიების ლარის რესურსზე მოთხოვნას. როგორც წესი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ლარის მოთხოვნას საკუთარი რესურსით ან კომერციული ბანკებიდან ივსებს.

გარდამავალ ეტაპზე, იმისათვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა არ გამოიწვიოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის რესურსის გაძვირება, ეროვნული ბანკი მონეტარულ ოპერაციებში გაითვალისწინებს ამ ფაქტორს და კომერციული ბანკები ვალდებული იქნებიან გალარების მხარდამჭერი ინსტრუმენტით მიღებული, წინასწარ განსაზღვრული ოდენობის ლიკვიდობა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიაწოდონ. ამ მიზნით ამოქმედებული ინსტრუმენტის მაქსიმალური ლიმიტი 350 მლნ ლარია და ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პორტფელის ვადიანობასა და ამ პორტფელის 10%-იან ზრდას წლის განმავლობაში.

თითოეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის დადგინდა ლიმიტი მის პორტფელში აშშ დოლარის წილიდან გამომდინარე. კომერციული ბანკები, აშშ დოლარის გირაოს გამოყენებით, ზემოხსენებული ლიმიტის 1/12 ნაწილს ყოველთვიურად მიიღებენ ეროვნული ბანკიდან და შემდგომ გადაასესხებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. გრაფიკის მიხედვით, დასაწყისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დავალიანება გაიზრდება, ხოლო ერთი წლის თავზე დაიწყებს შემცირებას. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით გაცემული სესხები 2 წლის განმავლობაში მთლიანად დაიფარება.

თანხა მიეწოდება იმ კომერციულ ბანკს, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეარჩევს. მსხვილ ორგანიზაციებს შეუძლიათ ორი ბანკის შერჩევა, ხოლო დანარჩენებმა ერთი მომსახურე ბანკი უნდა აირჩიონ. პროგრამის განმავლობაში დასაშვებია მომსახურე ბანკის პერიოდულად შეცვლა.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია იმ ლომბარდების სესხების პორტფელის გალარების მხარდაჭერაც, რომელიც არ წარმოადგენს ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცას და თანხა კომერციული ბანკიდან აქვს მოზიდული. ამისთვის, იმ კომერციულ ბანკზე, რომელსაც მსგავსი სესხების პორტფელი აქვს, აშშ დოლარის გირაოს ქვეშ გამოიყოფა ერთთვიანი რესურსი. ამ სესხების მოცულობა 258 მლნ ლარით არის შემოსაზღვრული და დავალიანება გაიზრდება მთლიანი ლიმიტის 1/8-ით ყოველთვიურად, ხოლო 8 თვის შემდეგ დაიწყებს შემცირებას და 16 თვეში სრულად დაიფარება.

პარალელურად, კვლავინდებურად იმუშავებს ეროვნული ბანკის სტანდარტული ინსტრუმენტები, რომლებიც საბანკო სისტემის ლიკვიდობის მართვას უზრუნველყოფს. ეროვნული ბანკის სტანდარტული და სპეციალური ინსტრუმენტები გამოიყენება მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისათვის, რაც მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკის განაკვეთთან სიახლოვეს უზრუნველყოფს და ასევე ხელს უწყობს ლარიზაციის პროცესს.

არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ 2017 წლის განმავლობაში ფულის მოთხოვნა 300-400 მილიონი ლარის ფარგლებში გაიზრდება. ამ ზრდის ძირითადი ნაწილი მომოქცევაში ნაღდი ფულის მოთხოვნის ზრდაზე მოდის. ფულის მოთხოვნის ზრდის დაკმაყოფილება განხორციელდება შემდეგი ინსტრუმენტების კომბინაციით: რეფინანსირების ერთკვირიანი სესხები, ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შეძენა, ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი და გალარების მხარდამჭერი ინსტრუმენტი. ეს უკანასკნელი გავლენას არ მოახდენს ფულის მასაზე, რადგან მიწოდებული ლარის პარალელურად მოხდება იმავე ოდენობის ლარის ამოღება მიმოქცევიდან უცხოური ვალუტის გაყიდვით (რადგან შესაბამის დოლარს ყიდულობს კომერციული ბანკი) და სტანდარტული ინსტრუმენტებით მიწოდებული ლიკვიდობის შემცირებით (რადგან ამით მცირდება სხვა ინსტრუმენტებით ლარის მიწოდების საჭიროება).

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ხორბლის გადამზიდავთა საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს შეხვდება

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს შეხვდება. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება. აქციის დანარჩენი მონაწილეები გე

საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ - OPIC-ის პრეზიდენტი

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველო ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, - ამის შესახებ OPIC-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 22.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

19 სექტემბერი, 2018 , 12:20

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6188 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6188 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგადაშშ დოლარის ღირებულებამ 2.6188 ლარი შეადგინა, ხოლო კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`