უკან

ეკონომიკა

27 ივლისი, 2018 12:10
font-size

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტი გამოაქვეყნა

საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კოდექსის მიზანია კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, ვინაიდან ეფექტური და ჯანსაღი კორპორაციული მართვა ბანკებში ხელს უწყობს საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებასა და მდგრადობას.

კორპორაციული მართვის კოდექსი განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას, მათ დამოუკიდებლობას, როლსა და ფუნქციებს, საბჭოს კომიტეტებს, დირექტორატს, რისკების მართვის, შიდა აუდიტისა და ანაზღაურების სტანდარტებს. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებით.

კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული პრინციპები და სტანდარტები ეფუძნება დღეს არსებულ ძირითად სახელმძღვანელოებს, ევროკავშირის რიგ დირექტივებსა და იმ ქვეყნების პრაქტიკას, რომლებიც მოწინავედ ითვლებიან შესაბამისი საკითხების მოწესრიგებაში. აღნიშნული სტანდარტები, მათ შორის, მოიცავს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის "კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპების სახელმძღვანელოს", ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)კორპორაციული მართვის პრინციპების დოკუმენტს, ევროკავშირში მოქმედი დირექტივების (CRD IV – CRR) მოთხოვნებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA -European Banking Authority) რეკომენდაციებს.

კორპორაციული მართვის სტანდარტების შემოღების გეგმების შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიურ ანგარიშში (იხ.ბმული, გვ.89), სადაც წარმოდგენილია ასევე ამ თემის თაობაზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვაც.

კორპორაციული მართვის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე -სამართლებრივი აქტების პროექტები. დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 26 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CorporateGovernance@nbg.gov.ge

საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

დღეს, 15 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6414 შეადგინა.

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმ

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა - აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

15 თებერვალი, 2019 , 15:49

ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციები უფასურდება. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა 13.34 გირვანქა სტერლინგია, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასია. ბოლო 24 საათში TBC-ის 

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ დოლარი შეადგინა

15 თებერვალი, 2019 , 15:45

2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ აშშ დოლარი (308.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.1 პროცენტით (5.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართვ

საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დეველოპერულ კომპანია რედკოსთან და სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთ