უკან
ეკონომიკა
30 დეკემბერი, 2016 17:00
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა; კერძოდ, ხვალ 1 დოლარის შეძენა 2,6468 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს 1 დოლარის ღირებულება 2,6562 ლარი იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალ 1 ევროს შეძენა 2,7940 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს მისი ღირებულება 2,7821 ლარს შეადგენდა.