უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 აპრილი, 2018 16:40
font-size

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი და პირობები დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი და პირობები დაამტკიცა.

ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის 5 აპრილის ბრძანებაშია აღნიშნული.

ახალი წესის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დასარეგისტრირებელად, ორგანიზაციის პარტნიორთა/აქციონერთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, ეროვნულ ბანკს განცხადებით უნდა მიმართოს, რომელსაც თან რამდენიმე დოკუმენტიც უნდა ახლდეს. მათ შორის, 1 მილიონი ლარის ოდენობით განაღდებული კაპიტალის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი; ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აქციები ან წილი არ არის დაგირავებული რაიმე ვალდებულების უზრუნველსაყოფად; მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი); ინფორმაცია მფლობელობის ყველა დონის შესახებ, როგორც უშუალო, ისე შუალედური და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარების ჩათვლით; ინფორმაცია მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლების წარმომავლობის შესახებ და ა.შ.


ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ეროვნულ ბანკს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება რეგისტრაციის მიზნებისათვის დამატებით ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მოითხოვოს.

არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე მოუწევთ.

ბრძანების თანახმად, აღნიშნული წესი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

ბრძანების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/download/4131861/0/ge/pdf

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ხორბლის გადამზიდავთა საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს შეხვდება

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს შეხვდება. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება. აქციის დანარჩენი მონაწილეები გე

საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ - OPIC-ის პრეზიდენტი

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველო ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, - ამის შესახებ OPIC-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`