უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 მაისი, 2018 16:30
font-size

ეროვნულმა ბანკმა `პირველ საკრედიტო კავშირს” საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, რეგისტრირებულ კოოპერატივ "პირველ საკრედიტო კავშირს" (ს/კ 404385063) საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი კავშირის ხელმძღვანელობის მიერ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში დაწესებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა.

,,კერძოდ, მიუხედავად არაერთი მითითებისა, "პირველი საკრედიტო კავშირის" ხელმძღვანელობამ არ განახორციელა ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების ქმედებები. ასევე, ადგილზე შემოწმებისას გამოვლინდა კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან როგორც საკანონმდებლო, ისე საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნების შეუსრულებლობის, არასწორი/დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენისა და კავშირის არაჯანსაღი პრაქტიკით მართვის ფაქტები. შემდგომ ეტაპზე, შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, კავშირის ხელმძღვანელობას დაევალა რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება, საერთო კრების მოწვევა, კრედიტორებისთვის კავშირის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და დამატებითი კაპიტალიზაციის განხორციელება იმ მოცულობით, რაც უზრუნველყოფდა კავშირის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანას. თუმცა, სამწუხაროდ, კავშირის ხელმძღვანელობამ ეროვნული ბანკის მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

ლიკვიდაციის პროცესში განხორციელდება კავშირის ვალდებულებების აღრიცხვა, ასევე, აქტივების მობილიზება და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებები კრედიტორთა ვალდებულებების გასტუმრების მიზნით“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორნაციაში.

აქვე, სებ-ი "პირველი საკრედიტო კავშირის" ლიკვიდატორის განცხადებას აქვეყნებს:

,,იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას რეგისტრირებული კოოპერატივის "პირველი საკრედიტო კავშირს" ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, კავშირის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირის შემთხვევაში:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კავშირის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;

საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები.

იურიდიული პირის შემთხვევაში:

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ

უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი

კავშირის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;

საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები.“

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია “Georgia`s Natural”-ის ბრენდი გამოჩნდა

3 აგვისტო, 2020 , 16:20

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია “Georgia`s Natural”-მა ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ბრენდით გამოჩნდა. კომპანია უმსხვილესი, ექსპორტზე ორიენტირებული

ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს

3 აგვისტო, 2020 , 14:45

საქართველოს ბანკი როგორც ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი, ინოვაციური პროდუქტებისა და შეთავაზებების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესებს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალ ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე -&nb

ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა - ნათია თურნავა

31 ივლისი, 2020 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ივნისში საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან ვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა. „ყველა სირთულის მიუხედავად, ივ

საქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

31 ივლისი, 2020 , 16:25

საქართველო ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკის, აწარმოე საქართველოსა და „ზოდი“-ს ქვის საწარმოს პარტნიორობით კომპანიამ შემდგომი განვითარების მიზნით, რამდენიმე დაზგა-დანადგარი შ

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7 პროცენტით შემცირდა

31 ივლისი, 2020 , 11:35

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის

ანაკლიის კონსორციუმი ცდილობს საკითხის პოლიტიზებასა და ხელის შეშლას ახალი ინვესტორის მოძიებაში - ნათია თურნავა

30 ივლისი, 2020 , 17:15

„როდესაც ანაკლიის კონსორციუმი უჩივის საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი აზრით, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია - ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე