უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ნოემბერი, 2019 15:35
font-size

ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს - ირაკლი კოვზანაძე

"ეროვნულმა ბანკმა, მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტი, საპარლამენტო სესიაზე ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა წარმოადგინოს", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტით ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2020-2022 წლისთვის კვლავ 3 პროცენტია.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ოქტომბრიდან, პროექტის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეიცვალა ვითარება.

"კერძოდ, ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ჯამში კი, მონეტარული პოლიტიკის უკანასკნელ სამ სხდომაზე, 1.5 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში კი წარმოდგენილია ინფლაციის დონე აგვისტოს თვის მონაცემებით 4.9%, აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს რეალობის გათვალისწინება თუ რამდენად შესაძლებელია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის (3%-ის) მიღწევა. ამასთან, საინტერესოა რა ინსტრუმენტების გამოყენებას გეგმავს ამ კუთხით ეროვნული ბანკი", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს წარუდგინა მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად.

18-გვერდიანი დოკუმენტი დღეს კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააცნო.

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი