უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 აგვისტო, 2023 13:18
font-size

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 5-დან 6 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას ეროვნული ბანკი წლის დასაწყისში ვარაუდობდა.

მისივე თქმით, ცენტრალურმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 5-დან 6 პროცენტამდე გაზარდა, თუმცა, ნათია თურნავა არც იმას გამორიცხავს, რომ წელს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე 6 პროცენტი.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენი თავდაპირველი მოლოდინი იყო. ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. 5 პროცენტიდან ავწიეთ 6 პროცენტამდე. ჩვენ მაინც უფრო კონსერვატიული შემფასებლები ვართ და სულ მცირე, 6 პროცენტს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, უფრო მაღალიც იყოს. ეს ერთი მხრივ, ძალიან დიდი პოზიტივის მომტანია ქვეყნისთვის და ნიშნავს, რომ ვითარდება მთელი რიგი დარგები. ეს ნიშნავს შემოსავლებს, ასევე ნიშნავს, რომ მაღალი დასაქმების დონე, რაც მიღწეულია, კვლავაც შენარჩუნდება. თუმცა, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რომ მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა, ანუ მოთხოვნის მხრიდან ზეწოლა სამომხმარებლო ფასებზე, ნეგატიური შედეგის მომტანი არ იყოს. ამიტომ ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას ვახორციელებთ.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებს, მიმდინარე წლის ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის დეკომპოზიცია გავაკეთეთ და სურათი იმგვარია, რომ ძირითადად ორი კომპონენტია განმსაზღვრელი – ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა, ანუ ექსპორტი. მოხმარების მხრიდან პირველ კვარტალში კონტრიბუცია შემცირებული იყო, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ფასების სტაბილურობაზე, თუმცა ჩვენ ამ პროცესს კვლავაც ვადევნებთ თვალს. რაც შეეხება დარგებს, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე გამოვყოფდი საფინანსო სექტორს, რომელიც კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი საფინანსო სექტორი არის ჯანსაღი, ძლიერი და კვლავაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ეკონომიკურ ზრდაში“, – განაცხადა თურნავამ.

მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება - ირაკლი ღარიბაშვილი

4 სექტემბერი, 2023 , 14:36

მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-ივლისში  ეკონომიკური ზრდა არის 7.

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა - საქსტატი

31 აგვისტო, 2023 , 11:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის ზრდის საშუალო

იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 15.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 აგვისტო, 2023 , 12:08

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 583.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვ

წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 აგვისტო, 2023 , 12:01

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა - საქსტატი

14 აგვისტო, 2023 , 12:32

სტატისტიკის ეროვნუოი სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 097.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

31 ივლისი, 2023 , 12:26

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვე