უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 ოქტომბერი, 2016 12:55
font-size

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ჯიხურებისთვის რეგულაციები შემოიღო

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ჯიხურებისთვის ახალი რეგულაციები აამოქმედა.

ახალი რეგულაციის თანახმად, ვალუტის გადაცვლისას კურსისა და საკომისიო გადასახადის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელმა სრულად უნდა მიიღოს, სავალუტო ოპერაცია კი, ხელმოწერით დაადასტუროს.

მედიანიუსი ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსების მაჩვენებლებით მანიპულირების გზით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები. ასეთი ფაქტების აღკვეთისა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში" მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, განისაზღვრა საყურადღებო კურსის ცნება და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულება მომხმარებლისათვის კურსისა და საკომისიოს თაობაზე ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით.

ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება.

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება, ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი ანალოგიური შრიფტის ზომით. აღნიშნული წესის მიხედვით, ვალუტის ყიდვისა და ვალუტის გაყიდვის კურსების ამსახველი დაფა უნდა გაფორმდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და თანმიმდევრობის დაცვით.

წესში დაზუსტდა ქვითრის გაფორმების საკითხები. ამიერიდან, პუნქტი ვალდებული იქნება მომხმარებელს ხელი მოაწერინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის ქვითარზე, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაეცნოს მის მიერ განხორციელებული გადაცვლის ოპერაციის პირობებს.

აღსანიშნავია, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პუნქტის მფლობელს რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს. ამასთანავე, ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირი არ იქნება უფლებამოსილი იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პარტნიორი/აქციონერი, მართველობითი ორგანოს წევრი ან/და დირექტორი

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ.

თუ თვლით, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაირღვა ვალუტის გადაცვლის პროცესში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge“,-აღნიშნულია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

ქვემო ქართლის მეწარმეებს გავაცანით შესაძლებლობები, რომელიც მათთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაქვს - გენადი არველაძე

19 იანვარი, 2019 , 15:38

საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მიმდინარეობას შეეხებოდა შეხვედრა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

18 იანვარი, 2019 , 16:29

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18 იანვარი, 2019 , 11:23

18 იანვარს, საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (Turkish Airlines) და TAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა, ღ

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

17 იანვარი, 2019 , 20:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

17 იანვარი, 2019 , 17:50

"2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რ

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა

17 იანვარი, 2019 , 14:48

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`