უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 აპრილი, 2019 12:32
font-size

ეროვნულმა ბანკმა წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის დებულება დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (Net Stable Funding Ratio (NSFR)) შესახებ დებულება დაამტკიცა, რომლის მიზანს საბანკო სექტორის მიერ მოზიდული დაფინანსების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ახალი პრუდენციული კოეფიციენტის მოთხოვნის მიხედვით, ბანკის ვალდებულებების სტრუქტურა მისივე საბალანსო და გარესაბალანსო აქტივობების ადეკვატური უნდა იყოს.

ამასთანავე, რეგულაცია ხელს შეუწყობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ვადიანობის ტრანსფორმაციით (როდესაც ბანკი იზიდავს მოკლევადიან სახსრებს და აბანდებს გრძელვადიან აქტივებში) წარმოშობილი რისკების შემცირებას, რაც მათ დაფინანსების გრძელვადიან, სტაბილურ წყაროებზე მეტი აქცენტის გაკეთების საშუალებას მისცემს.

NSFR-ის სტანდარტი საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ გლობალური ფინანსური კრიზისის გამოცდილების გათვალიწინებით შემუშავდა და ბაზელ III-ის ჩარჩოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. NSFR-ის დებულება აღნიშნული სტანდარტის პრინციპებთან შესაბამისობაშია და, ამასთანავე, ითვალისწინებს ევროკავშირში მოქმედი დირექტივების (CRD IV - CRR ) მოთხოვნებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA - European Banking Authority) რეკომენდაციებს.

ბანკების NSFR-ის ანგარიშგება 2018 ივნისიდან რეგულარულად იწარმოება. მასზე დაყრდნობით, მიმდინარე პერიოდში ყველა კომერციულ ბანკს საზედამხედველო მოთხოვნასთან მიმართებაში კომფორტული ბუფერი აქვს, რამაც ახალი რეგულაციის დანერგვა გააადვილა. გამჭვირვალობის ზრდის მიზნით, აღნიშნული ანგარიშგებები დაემატება პილარ 3-ის ფორმებს, რომლებიც კვარტალურად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობისა და ფონდირების რისკების რეგულირებისთვის მინიმალური მოთხოვნა 1998 წლიდან დააწესა (ლიკვიდური აქტივები შეფარდებული მოკლევადიან ვალდებულებებთან ≥30% ). 2017 წელს ასევე დაინერგა ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) სტანდარტი. NSFR-ის ამოქმედების შემდეგ, 2020 წლის 1-ლი იავრიდან, გაუქმდება არსებული 30%-ის მოთხოვნა და ის რისკების მონიტორინგის ინსტრუმენტად გადაიქცევა. შედეგად, ლიკვიდობისა და ფონდირების რისკთან მიმართებაში, სებ-ის მიდგომები სრულ თანხვედრაში მოვა ბაზელ III-ის პრინციპებთან.

NS

კობა გვენეტაძემ ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

24 მაისი, 2019 , 17:45

24 მაისს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის გახსნით ღონისძიებ

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს - ეკონომიკის სამინისტრო

24 მაისი, 2019 , 17:35

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და მათ შორის, კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 მაისისთვის - დოლარი - 2.7799 ლარი, ევრო - 3.0954

23 მაისი, 2019 , 17:43

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7799 ლარი ეღირება, ევრო – 3.0954, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5160 ლარი. დღეს, 23 მაისს ე

ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის პროექტს აქვეყნებს

23 მაისი, 2019 , 17:15

სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი "ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის" პროექტს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მანდა

ლარი არ უნდა უფასურდებოდეს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

23 მაისი, 2019 , 14:20

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოქმედი მიკრო და მაკროეკონომიკური პარამეტრები არ მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსი უნდა უფასურდებოდეს. კითხვაზე, ხომ არ დაიხარჯა წინასარჩევნოდ დიდი ფული, რამაც

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს

23 მაისი, 2019 , 12:40

4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისად ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ,