უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 დეკემბერი, 2021 11:28
font-size

გრიგოლ ლილუაშვილი უსაფრთხოების ზამთრის სკოლის პრეზენტაციას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის - უსაფრთხოების ზამთრის სკოლის გახსნას დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს და სტუდენტებს სიტყვით მიმართა.

სტუდენტებს, ასევე სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და ევროკავშირის პროექტის - „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ ხელმძღვანელმა დენ პიტერსონმა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, პროექტი პირველად ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

„არაჩვეულებრივი პროექტია, წამოწყება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება ეს არის უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ დაარსებული ზამთრის სკოლა.

ხელშეწყობა გვაქვს ევროკავშირის წარმომადგენლობის, იუსტიციის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მხრიდან და ყველას დიდი მადლობა ამისთვის.

არაჩვეულებრივი ახალგაზრდები შეიკრიბნენ, რომლებიც ეცნობიან ჩვენი სამსახურის სპეციფიკას, აქვთ უამრავი შეკითხვა, უამრავი ინიციატივა. ჩვენ მათ ყურადღებით ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ძალიან სასიამოვნოდ მიდის პროცესი“,-აღნიშნა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

უსაფრთხოების ზამთრის სკოლაში სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ. პროექტის მიზანს უსაფრთხოების სფეროს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აკადემიური ინტერესის გაზრდა წარმოადგენს.

პროექტის პარტნიორები არიან იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

უსაფრთხოების ზამთრის სკოლა ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმართება და ის 14 დეკემბერს დასრულდება.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი