უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 მარტი, 2019 16:50
font-size

ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება შეიცვლება, რადგან ამ ქვეყააში ჩვენ მოვიტანეთ დემოკრატია - თეა წულუკიანი

ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება შეიცვლება, რადგან ამ ქვეყააში ჩვენ მოვიტანეთ დემოკრატია, რომლის თანახმადაც, მთავრობები მოდიან, მთავრობები მიდიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩვენ რომ წავალთ, თქვენ მოხვალთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა.

„მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“. მინდა, მივმართო პარტაქტივის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ჩვენს რაიონებში 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოთმინებით იტანენ ამ ყველაფერს ჩვენთან ერთად. მათ იციან, დიახ ქალბატონო სალომე, ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება შეიცვლება, რადგან ამ ქვეყააში ჩვენ მოვიტანეთ დემოკრატია, რომლის თანახმადაც, მთავრობები მოდიან, მთავრობები მიდიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩვენ რომ წავალთ, თქვენ მოხვალთ. იშრომეთ ამისთვის. ხალხს არ აქვს მოკლე მეხსიერება. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთ დღეს წავალთ, მაგრამ ჩვენ რომ წავალთ, „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა, ვინც აქ ზის, მიუხედავად იმისა, რომ მე მათი პარტიის წევრი არ ვარ, ისინი, ვინც წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ, ვინც აქ ისხდნენ და წავიდნენ და ჩემი თანამებრძოლები არიან, გასულები არიან დღეს უკვე უმრავლესობიდან, თითოეულმა აქტივმა სვანეთში, სამეგრელოში, კახეთში და სხვაგან იციან, ხელისუფლება რომ შეიცვლება, იმ დილით მე ჩემოდანს კი არ ჩავალაგებ და კი არ მოვცოცხავ, არამედ მათ გვერდით ვიდგები, მათ ეს იციან. აი, ეს სწორედ ის გენდერული თანასწორობა, მათ შორის პოლიტიკური სიმამაცე, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ, მაგრამ მე თქვენ დაგიცავთ, ქალბატონო თინა. როდესაც თქვენი უხამსი სააკაშვილი, ჩერჩილზე ანეგდოტებს მოყვება, მე ეს კი არ მადარდებს, მაგრამ მე ამას ყურში კი ნუ მეჩურულებით, ჩემმა ლიდერმა რა ცუდი ანეკდოტი მოყვა, საჯაროდ გამოდით და თქვით, რომ ეს იყო გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს მიმართა, რომ ტყუოდა.

„მე არ ვტყუი. ამდენი მოწმე არის. ამბობდა, რომ ჩემი ლიდერი თქვენ თავს გესხმით გენდერულადო. დიახ, გილოცავთ ამ დიპლომებს, მაგრამ ნუ გრცხვენიათ იმის, რომ თქვენი ლიდერი ჩემთან გააკრიტიკეთ. ბატონო გიგა, თქვენ როდესაც შეგყავართ პოლიტიკურ რიტორიკაში, მე ამ პოლიტიკურ რიტორიკაში ყოველთვის შემოვალ ბატონო გიგა. მე მოველი, რომ თქვენ არ გეწყინებათ, რომ პოლიტიკურ დებატში თუ დებატია, დებატი იყოს, ხანდახან მოგიგებთ კიდეც“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი