უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

31 მარტი, 2017 14:20
font-size

ერთ თვეში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 1.7 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვის" მორიგი გამოცემა გამოაქვეყნა, რომელშიც გაანალიზებულია გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, 2017 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 1.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 5.5 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასების საგრძნობი მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით არის გამოწვეული. თვის 1.7 პროცენტიანი ინფლაციიდან 0.7 პროცენტული პუნქტი ამ პროდუქტების გაძვირებაზე მოდის.

,,საანგარიშო თვეში, სურსათის ჯგუფში ფასების დონე წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა. ფასების ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო “ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილის და სხვა ბოლქვოვანების ჩათვლით“ შემავალი პროდუქტების ქვეჯგუფში. ამ ქვეჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 6.7 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარეობს. 2.7 პროცენტით გაიზარდა ფასები „ხორცზე და ხორცპროდუქტებზე“, ხოლო „ხილზე და ყურძენზე“ ფასებმა 2.5 პროცენტით მოიმატა. საბაზო ინფლაციის, ანუ სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გაზომილმა სამომხმარებლო ფასების ინდექსის, ზრდამ 3.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის’’, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
თებერვლის თვის მიმოხილვის თანახმად, ინფლაციის მატებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი საწვავსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდაა.

,,2016 წლის მანძილზე საწვავის ფასები ინფლაციის შემცირების მიმართულებით მოქმედებდა. თუმცა ივლისიდან ამ ფაქტორმა ამოწურვა დაიწყო, ხოლო დეკემბრიდან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების და იანვრიდან საწვავზე აქციზის ზრდის გამო ბენზინზე, დიზელზე და გაზის საწვავზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. თებერვალში ამ პროდუქტების წვლილმა წლიურ ინფლაციაში ჯამურად 1.9 პროცენტულ პუნქტს (პ.პ) მიაღწია. აქციზის ზრდის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები თამბაქოს ნაწარმზე, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.0 პ.პ შეადგინა. სურსათის ფასები წლიურად 5.6 პროცენტით გაიზარდა. (გავლენა ინფლაციაზე 1.5 პ.პ). აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი, ხორცზე და ხორცპროდუქტებზე 6.4 პროცენტით (გავლენა ინფლაციაზე 0.4 პ.პ) ფასების ზრდაა. მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ზრდიდან გამომდინარე, კვლავ მაღალია „შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის“ ქვეჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდა (14.2 პროცენტი, გავლენა ინფლაციაზე 0.3 პ.პ). საანგარიშო თვეში ინფლაციის შედარებით მაღალი დონე, დაფიქსირდა „რძე, ყველი და კვერცხის“ და „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის“ ქვეჯგუფში შემავალ პროდუქტებზე შესაბამისად 5.7 და 6.3 პროცენტი. ფასების 3.8 პროცენტიანი გაიაფება აღინიშნა „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის“ ჯგუფში.

თებერვალში იმპორტირებული საქონლის ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.2 პროცენტით გაიზარდა. იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შაქარზე, სიგარეტსა და საწვავზე მოდის. ამავე დროს, ადგილობრივი საქონლის ინფლაცია 3.2 პროცენტი იყო. ფასები ვაჭრობად საქონელზე 6.2 პროცენტით, ხოლო არავაჭრობადზე 3.0 პროცენტით გაიზარდა.

საქონლის მოხმარების ხანგრძლივობის მიხედვით განხილვა გვიჩვენებს, რომ 2017 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 2.5, ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე 0.9, საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე 0.6, ხოლო მომსახურების ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა. საანგარიშო თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებლები შემდეგია: ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 8.9, ხოლო მომსახურებაზე 1.9 პროცენტით გაიზარდა. ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასები 0.2, ხოლო საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე 0.1 პროცენტით შემცირდა’’, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ ,,თვის მიმოხილვის’’ მორიგ გამოცემაში.

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 40 ათასი ადამიანით იზრდება ყოველწლიურად, თუმცა ეს არაა საკმარისი სიღარიბის დასაძლევად - ფინანსთა მინისტრი

13 ნოემბერი, 2018 , 17:45

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ყოველწლიურად ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 40 000 ადამიანით იზრდება, თუმცა ეს არაა საკმარისი სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების დასაძლევად. ამის შესახებ მინი

ცვლილებები ვალუტის კურსთან დაკავშირებით მოლოდინებთან არის დაკავშირებული - კახა კიკნაველიძე

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განცხადებით, ლარის კურსის მერყეობა მოლოდინებს უკავშირდება. გარდა ამისა კიკნაველიძემ ბოლო დღეებში ლარის გამყარების სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა. მი

კომერციულ ბანკებს სურთ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდეს

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

კომერციული ბანკები იმედოვნებენ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს. „თიბისი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ლატვიელი პარტნიორი - “BIOR”-ის დირექტორი ეწვია

13 ნოემბერი, 2018 , 14:20

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ვიზიტით ლატვიელი პარტნიორი იმყოფებოდა. სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის “BIOR”-ის ლაბორატორიის დირექტორი, აი

საქართველო ფიშინგდაქვემდებარებულ მომხმარებელთა წილის მიხედვით მე-3-ე ადგილიდან მე-9-ე ადგილზე გადავიდა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

საქართველოში „კასპერსკის ლაბორატორიის“  წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2018 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში მომხმარებელთა 15,10% დაექვემდებარა ფიშინგს.  ,,ამ მაჩვენებლით  საქართველომ სოფლიო

ჩვენ დავპირდით სტარტაპებს, რომ აღმოვფხვრით ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს - გიორგი ქობულია

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

ეკონომიკა. გიორგი ქობულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტექნოპარკში 30-მდე სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმარ