უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 სექტემბერი, 2019 11:37
font-size

`ერთად ერთის წინააღმდეგ` - დღეს რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

„გავრილოვის ღამიდან“ სამი თვის თავზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორთა მიმართვაშია ნათქვამი:

„20 სექტემბერს, გავრილოვის ღამიდან ზუსტად სამი თვის თავზე, ჩვენ ისევ მოვალთ პარლამენტის წინ, რაგდან ჩვენ არ დავღლილვართ, არ გვეშინია და არ ვჩუმდებით.

20 სექტემბერს, გამოვალთ ერთად ერთის წინააღმდეგ და გეტყვით:

რომ არ გვინდა კოლაბორაციონისტი მთავრობა!

რომ არ გვინდა ერთი ადამიანის მორჩილება!

რომ არ გვინდა დამნაშავე მინისტრი პრემიერმინისტრად!

რომ არ გვინდა ფული ვუხადოთ პარლამენტარებს, რომლებიც ხალხს არ უსმენენ!

რომ არ გვინდა შევეგოთ ოკუპაციას!

რომ არ გვინდა მოძალადე სისტემა!

და კიდევ ერთხელ ვიტყვით:

რომ გვინდა დასავლური ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უარს ვამბობთ რუსულ გავლენაზე!

რომ გვინდა კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო სისტემა!

რომ გვინდა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა!

რომ გვინდა, დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა!

და ჩვენ გვაქვს ჩვენი გენგეგმა!

თქვენ არ შეისმინეთ ჩვენი მოთხოვნა და არ შეელიეთ გახარიას. ამიტომ, ჩვენ შეგელევით თქვენ ყველას, 2020 წლის მშვიდობიან, პროპორციულ არჩევნებზე! და ამის შესახებ შეგატყობინებთ პარასკევს, 20 სექტემბერს, 19:00 საათზე,“- აღნიშნულია მიმართვაში.

სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა

29 იანვარი, 2020 , 11:30

სალომე ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა, რომელზეც ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება მოეწყო. ინ

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: ცოტნეს 10 წელია გაწყვეტილი აქვს კონტაქტი მანანა არჩვაძესთან

29 იანვარი, 2020 , 11:30

მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილთან, ცოტნე გამსახურდიასთან, მის მეუღლეს არ უშვებს. ანა ჯაბაური "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მეუღლის ნახვის პრობლემა არ შექმნია, ახლა კი თურქეთში,

უბედური შემთხვევა რუსთავში - სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი დაიღუპა

29 იანვარი, 2020 , 10:51

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. ისინი დაღუპულები სახლში საკუთარმა არასრულწლოვანმა შვილმა ნახა, რომელსაც ღამით მეზობელ ოთხში ეძინა. გოგონას მდგომარეობა ამ დროი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილის თაობაზე ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს

29 იანვარი, 2020 , 10:40

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებას, რომ ცოტნე გამსახურდია თურქეთის კ

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

29 იანვარი, 2020 , 10:21

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: სამგორის რაიონი – 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ

რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია - სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი, 2020 , 17:55

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა და მუდმივად უარესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`