უახლესი ამბები
- 16.09.2024 16:02ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით - გია ხუხაშვილი
- 16.09.2024 15:51გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან - მამუკა ხაზარაძე
- 16.09.2024 15:21გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
- 16.09.2024 15:06ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი - სანდრო რაქვიაშვილი
- 16.09.2024 13:03ამ ქვეყანას არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს - გივი თარგამაძე
- 16.09.2024 12:49ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას - კახა კალაძე
- 16.09.2024 12:18მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე მოღალატეობრივი განცხადების გამო - ლევან ბეჟაშვილი
- 16.09.2024 12:04ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება, ეს ეხება არა მარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში - კახა ოქრიაშვილი
- 16.09.2024 11:50აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება - ირაკლი კობახიძე
- 16.09.2024 11:45პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერა არის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის - შალვა პაპუაშვილი
არქივი
საზოგადოება
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ოლიმპიელებს – საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია
პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა უკვე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. 11 დღეა, სპორტსმენები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებიან. მათ შორის არიან ქართველი ოლიმპიელებიც, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით წარადგენენ. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პირველი ოქრო ლაშა ბექაურმა მიიღო. მან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლო და ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ჯუდოში. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ჯუდოკა ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა. ამასთან, ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კრივში - ეს არის პირველი მედალი, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ბოლო 24 წლის განმავლობაში სპორტის ამ სახეობაში მიიღო.
ოლიმპიადა გრძელდება, ქართველი ოლიმპიელების ასპარეზობის განრიგი კი ასე გამოიყურება:
- 6 აგვისტო
- რობერტ კობლიაშვილი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 97 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
- 7 აგვისტო
- რობერტ კობლიაშვილი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 97 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
- რამაზ ზოიძე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 67 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
- ლაშა გობაძე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 87 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
- შოთიკო მიშველიძე - ძალოსნობა 61 კგ
- 8 აგვისტო
- რამაზ ზოიძე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 67 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
- ლაშა გობაძე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 87 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
- ვლადიმერ გამყრელიძე - თავისუფალი ჭიდაობა 86 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
- 9 აგვისტო
- ვლადიმერ გამყრელიძე - თავისუფალი ჭიდაობა 86 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
- გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა 125 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
- 10 აგვისტო
- გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა 125 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
- გოდერძი ძებისაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა 65 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
- გივი მაჭარაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა 97 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
- ირაკლი ჩხეიძე - ძალოსნობა 102 კგ
- ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა 102 კგ+
- 11 აგვისტო
- გოდერძი ძებისაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა 65 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
- გივი მაჭარაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა 97 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
არ გაჩერდეთ, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის სთორებს ინსტაგრამზე და გაეცანით მიმდინარე დღის განრიგს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ გზაზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.