უკან

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2018 13:35
font-size

ერთადერთი გამოსავალი არის ახალი ხელისუფლების ყოლა- ირაკლი აბესაძე

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ცვლილებები საარჩევნო სისტემაში.

მისივე განმარტებით, პროპორციული წესით არჩეული ხელისუფლება იქნება ამომრჩევლის ნების გამომხატველი.

„ერთადერთი გამოსავალი იმ ცვლილებებისა და რეფორმებისათვის, რომლის რეალური მოლოდინი და საჭიროება არსებობს ქვეყანაში, არის ახალი ხელისუფლების ყოლა.

ასეთი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად, რაც ნაკლებ შანსს უტოვებს ხელისუფლებას, მოახდინოს საარჩევნო კანონმდებლობით მანიპულირება, დაამახინჯოს ამომრჩევლის ნება და, ფაქტობრივად, მიიტაცოს ხელისუფლება ისე, რომ მას ამომრჩევლის რეალური მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუკი ისინი უყურებენ ფორმალურად მეორე ტურში მიღებულ ციფრებს, მათ უმჯობესია, შეხედონ რეალურად მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას“,- განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, საარჩევნო სისტემაში ცვლილებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოიცავს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნების განსახილველად ვადა 16 დეკემბრამდე მისცა.

საკვანძო სიტყვები:

ნათია თურნავამ და ელიზაბეთ რუდმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს

20 მაისი, 2019 , 19:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ - ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარ

საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ეწვევა

20 მაისი, 2019 , 17:40

დღეს, 20 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

20 მაისი, 2019 , 17:20

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან განიხ

მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს უმასპინძლა

20 მაისი, 2019 , 16:45

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და იმ პროგრამას, რომელიც ფონდისხელშეწყობით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

20 მაისი, 2019 , 16:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კი

კრისტინ ლაგარდი მამუკა ბახტაძეს - ფინანსთა მინისტრობის დროსაც, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის რანგში, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა

20 მაისი, 2019 , 15:40

ფინანსთა მინისტრობის დროსაც, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის რანგში, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა, იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ საქართველოს, უმშვენიერესი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო სავალუტო ფონდში