უახლესი ამბები
- 30.04.2025 17:01საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე
- 30.04.2025 15:55„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
- 30.04.2025 15:48ღამის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა, გვირაბის კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში მისმენდნენ - ირაკლი გედენიძე
- 30.04.2025 15:41გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
- 30.04.2025 15:35ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
- 30.04.2025 15:3029 აპრილს ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს - საია
- 30.04.2025 15:04„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
- 30.04.2025 14:23SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება
- 30.04.2025 13:10აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების აღდგენა დაავალა
- 30.04.2025 12:15ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა

ერთადერთი შვილი მყავდა, არაფრის გამო იღლიაში აქვს ტყვია მოხვედრილი, ბაბუა ვერ გავხდები და მათი შვილები ტორტის ჭამით სკდებიან - სოსო რობაქიძე
მიხეილ სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი, ზურაბ ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილი ტოტალურად გაყალბდა.
„სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო, უთხრა პირდაპირ. ლევან გვაზავამ, მაშინდელი პოლიციის უფროსს, ზურაბ ბაქრაძეს უთხრა, გაავსე იქაურობა იარაღითო. ბაქრაძემ ჩაუდო ერთ-ერთ ბავშვს ჯიბეში „ლიმონკა“, გახეული ჰქონდა ჯიბე, თავში ჩაარტყა და დედა შეაგინა, დედა არ გყავს ჯიბე, რომ დაგიკეროსო. ბავშვები ისეთი ნაცემები მოვიდნენ პანაშვიდზე, რომ ცხვირ-პირი აღარ ჰქონდათ. მამუკა გვაზავა იყო ქვეგანყოფილების უფროსი სამტრედიის ქუჩაზე და იქ სცემეს ეს ბავშვები და ორი საათი ეყარნენ ძირს, სიცივეში. ბუტამ 35 წუთი იცოცხლა, გადარჩენით შეიძლება ვერ გადარჩენილიყო, სასწრაფო 3-4 წუთში მივიდა. სასწრაფოს ექიმი იყო დაბარებული სასამართლოზე და მისცა ჩვენება, რომ მე ვიყავი 4 წუთში იქ, ბუტაც დავინახე და სხვა ბიჭებიცო, არ მიმიშვეს, მითხრეს გარდაცვლილაო, მე იქ იარაღი არ მინახავსო. ტოტალურად გაყალბდა ყველაფერი“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
როგორც სოსო რობაქიძე აცხადებს, დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვინც მკვლელობას აყალბებს, ვინც მკვლელს ხელს აფარებს.
„დაუნდობელი ვარ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მკვლელობას აყალბებს, ვინც მკვლელს ხელს აფარებს და დაუნდობელი ვიქნები მთელი ცხოვრების განმავლობაში. ერთადერთი შვილი მყავდა, არაფრის გამო იღლიაში აქვს ტყვია მოხვედრილი, ბაბუა ვერ გავხდები და მათი შვილები ტორტის ჭამით სკდებიან. შეცოდებით შეიძლება ყველა შეგეცოდოს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილიც ეცოდება ვინმეს, მაგრამ ნომერ პირველი ჯალათი ზის ციხეში, თუმცა არც ზის ციხეში. დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ არ ზის, ჩვენნაირი ხალხისთვის ესეც წამებაა. მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე
30 აპრილი, 2025 , 17:01

„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
30 აპრილი, 2025 , 15:04
შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს - შალვა პაპუაშვილი
30 აპრილი, 2025 , 12:41

ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა
30 აპრილი, 2025 , 12:15
გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება - ირაკლი კობახიძე
30 აპრილი, 2025 , 11:58
პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები -„წინააღმდეგობის პლატფორმა“
29 აპრილი, 2025 , 19:09