უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 სექტემბერი, 2017 16:10
font-size

ერთადერთი ვისი გაბრიყვებაც შეძლო პეტრო პოროშენკომ იყო საქართველოს ხელისუფლება - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თითქმის ჩაითრია საქართველოს ხელისუფლება იმ პრობლემებში, რომელშიც თავად აღმოჩნდა.

ამის შესახებ ხუხაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ირგვლი შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

ექსპერტის შეფასებითვე, სააკშვილთან მიმართებით პოროშენკოს კონკრეტული ამოცანა ქონდა- სააკაშვილის სახით მოეშორებინა პოლიტიკური პრობლემა.

„ეს უკვე აღარ არის სააკაშვილის ისტორია, ეს არის უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განვითარებული სერიოზული მოვლენები.

სააკაშვილი ში და უკრაინული კრიზისის კატალიზატორი გახდა და მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ერთ-ერთი ძლიერი კრიზისული ლიდერი, ის კრიზისში როგორც თევზი წყალში ისე გრძნობს თავს.

პოროშენკოს აღარ აქვს ახლა კარგი სვლები. მას აქვს ცუდი და უარესი სვლები. ამ შეცდომების კასკადის ფონზე, ერთადერთი ვისი გაბრიყვებაც მან შეძლო - იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ლამის ჩაითრია საეჭვო ისტორიაში.

პოროშენკოს ქონდა სავსებით კონკრეტული ამოცანა. მას ესმოდა, რომ სააკაშვილი შეიძლება გამხდარიყო მისი პოლიტიკური პრობლემა და ამიტომ ის შეეცადა ამ პრობლემის ეპიცენტრი გადმოესროლა საქართველოსკენ.

პოროშენკომ „გაიჩალიჩა“ პრობლემები თვითონ და რისკი იმისა, რომ ჩვენთვისაც შეექმნა პრობლემები მთელ ამ ისტორიას, ძალიან მაღალი იყო.

რაში სჭირდებოდა ჩვენს ხელისუფლებას ამ სისულელეში თავის შეყოფა, სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე“,-აღნიშნა ექსპერტმა.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი