უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ოქტომბერი, 2018 14:35
font-size

ერთდროულად აპელირებდე სისხლიანი 9 წლით და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მოქალაქეებში გაურკვევლობას აღძრავს მმართველი გუნდის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მთავრობის მიმართ, რომლითაც ერთდროულად ხდება აპელირება 9 წელზე და პარალელურად ხდება მაშინდელი რეჟიმის „განმახორციელებლების დაწინაურება“.

„მე მოველოდი, რომ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც შევცვალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებები, პროცესს გავხდიდით საჩვენებელს, არა როგორც ერთი ადამიანის მეორეზე ძალადობით, არამედ იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ და საზოგადოებამ გადაიტანოს თავისი ტკივილი და შექმნას უკეთესი პრეცედენტი.

იყო იდეები და მოსაზრებები, რომელიც მოდიოდა არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“, არამედ საზოგადოებიდან თუ როგორ უნდა, წავსულიყავით წინ. სამწუხაროდ, წინ წასვლა არცერთი კონცეფციით არ მომხდარა.

მოხდა ის, რომ ჩვენ ეს ტკივილი და ტრაგედიები გაურკვეველი ფორმით დავაკონსერვეთ. ეს შემაშფოთებელია. თუმცა, ამაზე უფრო შემაშფოთებელია, რომ როდესაც 6 წლის განმავლობაში პოლიტიკურად ეს თემა არის აწეული მაღალ ტემპერატურაზე, მუდმივად გვესმის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის დიდი ბოროტება, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ და ამავე დროს ამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან. ეს ხდება ერთდროულად. ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად შენ ამბობდე და აპელირებდე სისხლიან 9 წელზე და საუბრობდე იმ კოშმარებზე, რაც ხდებოდა და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს", - განაცხადა პრეზიდენტმა ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პირადად ის არავის დევნის მომხრე არ არის, თუმცა საჭიროა ეს დისონანსი დასრულდეს.

„ამაზე უკეთესი ყველაფერი იქნებოდა. ამაზე უკეთესი მათი დევნაც იქნებოდა და ამ თემის დავიწყებაც. მაგრამ ერთდროულად ამდენი წლის განმავლობაში მათზე მივუთითებთ და ამავე დროს მათ ვაწინაურებთ, ამავე დროს რამდენიმე პლეადა შეიცვალა და ახლა უკვე ადეიშვილი-კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლები პოლიტიკური ტრიბუნებიდან თითს უქნევენ და აშინებენ საზოგადოებას, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ეს დისონანსი უნდა იყოს გადაძლეული. მე არასდროს არ ვყოფილვარ რაიმე სახის დევნის მომხრე. მაგრამ ასეთი პოლიტიკური დისონანსის შექმნა, ჩემთვის გაუგებარია, თუ რას ვემსახურებით ამ შემთხვევაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი