უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2019 11:00
font-size

ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 პოლიციელს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას - გიორგი გახარია

რა თქმა უნდა ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც დადასტურებულად იქნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ.

„მინდა შევეხო ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ 5 ადამიანს შორის ორი აღმოჩნდა პოლიციის თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას. ასევე უნდა გვესმოდეს ისიც, რომ მაშინ როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერების გათვალისწინების გარეშე ჩადის დანაშაულს, ჩვენ ბევრად უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი. რამეთუ, ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ და სწორედ ამიტომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული ის რეფორმები, რომელსაც ჰქვია სისტემური განახლება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ფასეულობების დონეზე, ჩვენს პოლიციაში შევცვალოთ როგორც მიდგომები, მათი ფუნქციების, მოვალეობის და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე მათი ყოველდღიური შრომის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

19 ნოემბერი, 2019 , 20:10

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტი 17 ნოემბერს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და

პარლამენტთან აქცია განახლდა

19 ნოემბერი, 2019 , 20:10

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია გრძელდება. სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე პროპოციული სისტემით არჩევნების ჩატარებას კვლავ ითხოვენ. ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შესახებ აქციაზე განცხადებას

„გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ“ - რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

19 ნოემბერი, 2019 , 19:10

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე ამბობს, რომ &bdqu

თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზების ფაქტები გამოვლინდა

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ე.წ. თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება

19 ნოემბერი, 2019 , 18:15

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდ

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მსოფლიოში უმსხვილესი საინჟინრო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ამოქმედდება

19 ნოემბერი, 2019 , 18:15

საქართველოში დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის“ (ICE) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება. მსოფლიოს ამ უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობა საქართველოს ტექნიკუ