საზოგადოება


ერთი გამონაკლისის გარდა ცეცხლის ახალი კერები არ გვაქვს - გიორგი მღებრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ქარი გაძლიერდა, რაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ართულებს. მინისტრის თქმით, მხოლოდ ერთი ახალი კერაა აღმოჩენილი.
მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დახმარებაზე სხვე ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„სახანძრო ვერტმფრენები აქტიურად მუშაობენ. ერთი წამით არ შეუწყვეტიათ მუშაობა. თუკი ისინი ბაზას უბრუნდებიან, მხოლოდ იმისთვის, რომ დაიმატონ საწვავი. ყველა კერაზე ვმუშაობთ მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა. ძალიან ძლიერი ქარია და ასეთი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ არ ყოფილა. ინტენსიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ შედეგს აუცილებლად მივიღებთ.
ერთი გამონაკლისის გარდა ახალი კერები არ გვაქვს. იქაც გაჭრილია გზა, მისული არიან ჩვენი თანამშრომლები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაცია. სხვა ქვეყნებთან მიმდინარეობს კონსულტაციები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ხანზარი 20 აგვისტოს გაჩნდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
26 იანვარი, 2021 , 17:48

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
26 იანვარი, 2021 , 17:26

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
26 იანვარი, 2021 , 17:18

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
26 იანვარი, 2021 , 16:58

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
26 იანვარი, 2021 , 16:48

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
26 იანვარი, 2021 , 16:43